სამოცდაათიანი წლების პოპულარულმა როკ ჯგუფ Faces წევრებმა
გადაწყვიტეს ისევ გაერთიანდნენ და განაგრძონ საკონცერტო მოღვაწეობა. ამ
ინფორმაციას ადასტურებს ჯგუფის ყოფილი ორღანისტი იან მაკალაგანიც. მაკლაგანის სიტყვებით ჯგუფ Faces წევრებმა, გადაწყვიტეს, რომ
ერთობლივი რეპეტიციები გაემართათ, რის შემდეგაც ოფიციალურად განაცხადებენ
თუ რას აპირებენ მომავალში. მაკლაგანის განმარტებით ჯგუფში მასთან ერთად როდ სტიუარტი და
რონი ვუდიც მოიაზრება, რომელიც ამჯამად და უკვე კარგა ხანია The Rolling
Stones-ის წევრია. ვუდს ამ პროექტში მონაწილეობის საშუალებას ის აძლევს,
რომ ამჟამად ჯგუფ The Rolling Stones ”არდადეგები” აქვს.
|