პარასკევი, 2024-11-22, 2:10 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » ხელოვნება

კანის ფესტივალის სნობიზმის ხიბლი

[ანასტასია გრიშანოვა, Publicis Hepta Georgia-ს კრეატიული განყოფილების სპეციალისტი]
კანი მოღრუბლული ცით და წვიმიანი ამინდით. ქარი გაჟღენთილი იყო ზღვის სურნელით, რაც მხოლოდ ერთზე მიანისნებდა ყველაფერი კარგადაა - კანში ვართ.

ერთი შეხვედით კრეატიული სული ან რაიმე გიჟური საფესტივალო განწყობა თითქოს არ იგრძნობოდა. პალმები, ძვირფასი მანქანები, თავბრუდამხვევი კოქტეილები, მდიდარი ბომონდური დარბაისელები, აცილებლად პაწია პუდელის ჯიშის ცხოველებით და იახტები იახტები, იახტები…

ფუჟერები პირდაპირ ქუჩაში, პატარა ვიწრო ხეივნები სადაც ყველა მხრიდან ყველა ენაზე მოსაუბრე ადმიანს შეგიძლია შეხვდე, ფანჯრის რაფებზე შემომჯდარი უზარმაზარი, უმშვენიერესი თოლიები. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი შეხედვით და მხოლოდ პირველ დღეს.

ყველა მუდმივად ამტკიცებს იმას, რომ ფესტივალების სასახლე შესაძლოა უკეთესიც ყოფილიყო და არ გააჩნია ის საჭირო მაგია, თუმცა ამ კიბეზე იმდენი ცნობილი ადამიანი ასულა.

მართალია, არც თუ ისეთი მაგიური, თუმცა ეს ამ შემთხვევაშ ნაკლებად მნიშვნელოვანია - მაგია სხვა რამეშია საძებნი. მარტო სემინარების, ვორკშოპების და მასტერ-კლასების სია საკმარისია ”კრეატიული გონის ზენიტისთვის”.

ფესტივალის სარეგისტრაციო ზონა - სადაც არაფერი განსაკუთრებული ხდება, გარდა იმისა, რომ რეგისტრირდები: ღიმილით გიღებენ სურათს, ღიმილით გაწვდიან ”ბეჯს” (შენი არც თუ საუკეთესო ფოტოთი, სხვანაირი ვერც გამოვიდოდა, ვინაიდან ფესტივალის თუნდაც დასაწყისისთვის გამოწვეული შოკი აშკარად აღბეჭდილია სახეზე), გთავაზობენ გადსვლას Orange Zone -ში, სადაც ყველას, ვინც უკვე გაიარა რეგისტრაცია, ჩუქნიან ჩანთას და მოსაწვევს დაჯილდოვების ცერემონიალზე და ფესტივალის გალა გახსნაზე.

სულ 4 დაჯილდოების ცერემონიალია: Press, design & cyber lions, Radio, media & outdoor lions, Direct & Promo Lions და საფესტივალო — Film, Titanium & Integrated Lions, და  მოსაწვევი გალას გახსნასა და დახურვაზე.

ჩანთაში გელოდება: წიგნები, ჟურნალები, დისკები, სხვადასხვა სახის კრეატიული მოსაწვევები სემინარებზე, გამოფენებზე, ”Little Black Book” კანის ღირსშესანიშნაობების შესახებ, სადაც ყველაზე კარგად შეგიძლიათ ”drink, eat and have fun”.

ეს წიგნი სპეციალურად შედგენილია ფესტივალის სტუმრებისთვის და დაწერილია შესაბამისად სასაცილოდ და საინტერესოდ.

ფესტივალის შენობის წინ მოწყობილი პატარა პრომო-გამოფენა GettyImages - სგან, სადაც მთელ მსოფლიოში ცნობილი ფოტოებია განთავსებული, იქვეა პატარა სტიკერები, რომლის მეშვეობითაც სტენდებზე ყველა მსურველს შეუძლია დატოვოს კომენტარი, თავისი აზრი: როგორ შეიძლება ამ იმიჯის რეკლამის სფეროში გამოყენება, რომელ პროდუქტს უფრო მოეგება და ა.შ.

ფესტივალის მსვლელობისას სტიკერები სულ უფრო და უფრო ემატება. გვხვდება სასაცილო, სახალისო იდეები. მახსენდება რაღაცა იყო იოკო ონოს ჯონ ლენონსა და პრეზერვატივების რეკლამაზე , თუმცა უკვე ყველაფერი ერთმანეთში მერევა, კანი ფესიტავლი რეკლამა - თავბრუდამხვევია.

სემინარის აურზაური
დამოუკიდებელი კრეატიული სააგენტოებს შესახებ ჩატარდა პირველი სემინარი Thenetworkone. საოცარია პროექტი In the Motherhood - ის კეისი. გასართობი კონტენტის ახალი ფორმა.

მოთხრობა იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება სასაცილო დედეიკოების ისტორიიდან უნიკალური მსოფლიო გლობალური ინტერაქტივის გამოძერწვა: პოპულარული საიტი ბლოგებით, ფორუმებით, რჩევებით, ელექტრონული მაღაზიებით და რაც მთავარია - ძალიან სასაცილო სერიალით, დაწერილი გამარჯვებულთა ისტორიების მოტივებზე.

კიდევ იყო TV შოუ, უნიკალური კონტენტი მობილური ტელეფონებისთვის, პრომო სუპერმარკეტებში და კიდევ, კიდევ ბევრი რამ... სერიალით დაინტერესდა არხი “პლიუს TV შოუ” კიდევ პრომო NBC -ში, რომელმაც სერიალის მეორე სეზონზე იყიდა უფლება (მანამდე სერიალი მხოლოდ WEB ფორმატში გადმოიცემოდა).

Mindshare-ის წარმომადგენლებმა მათ დაარქვეს ”forward thinking clients”, კლენტებს, რომლებსაც არ შეეშეინდათ გაერისკათ, შეძლეს აყოლოდნენ სააგენტოს ამგვარ ”პროვოკაციას” და შედეგად რა თქმა უნდა - მოიგეს.

იყო ემოციის ნამდვილი აფეთქება! სემინარზე შესასვლელად წინასწარ დარიგდა სპეციალური 3D -ს საყურებელი სათვალეები და ამდენი ინფორმაცისგან თუ შთაბეჭდილებებიგან გადატვირთული გონებისთვის, ნამდვილი შვება - უალკოჰოლო მატონიზირებელი სასმელი.

არავინ ელოდა, რომ სემინარის დასაწყისში ნამდვილი საჩუქარი გველოდა. ნაწყვეტი მსოფლიოში პირველი 3D კონცერტიდან: ლეგენდარული U2, ბონო იმდენად ახლოს იყო ხელითშეხება მოგინდებოდა. ზუსტად ის, სარეკლამო სივცეში ძალიან მოდური ტერმინი - WOW effect!

სემინარის ასეთმა დაწყებამ - მთელი დარბაზი დამუხტა. ამისთვის მხოლოდ U2 იქნებოდა საკმარისი, თუმცა ამას მოყვა თამაში, რომლშიც მთელი დარბაზი იღებდა მონაწილეობას - ”human joystick” არის მანქანა, რომლესაც მართავ და ქულებს აგროვებ.

ასევე იყო მსოფლიოში ერთადერთი 3D ფილმის ექსკლუზიური ჩვენება, რომელიც მალე აშშ-ს ეკრანებზე გამოვა.


კატეგორია: ხელოვნება | დაამატა: net (2008-10-03)
ნანახია: 748 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz