კომპანია Bravada International-მა რომელსაც ეკუთვნის ჯგუფ Red Hot Chili Peppers-ის
ლოგო, სასამართლოში უჩივლა ფლორიდელ ტანსაცმლის მაწარმოებელ ფირმას,
რომელმაც ნებართვის გარეშე მიამაგრა საკუთარ ნაწარმ ქურთუკებს ჯგუფის
ლოგოტიპი. საბოლოოდ Bravada International-ი ფლორიდულ Back-Lite-გან 11 მილიონს
ითხოვს ”გამოუსწორებელი ზარალის” ასანაზღაურებლად, რომელიც Red Hot Chili
Peppers-ს მიადგა. ყოველივე ამას Back-Lite-ს წარმომადგენლები გამომძალველობას
უწოდებენ. მათი განმარტებით ჯგუფის ლოგოტიპი მხოლოდ ერთ ქურთუკს მიამაგრეს
და ისიც კლიენტის მოთხოვნით, რომელიც ”პეპერსების” თავგადაკლული ფანი
ყოფილა. Bravada International ზემოთაღნიშნული ლოგოტიპის გარდა ფლობს და განკარგავს ჯგუფების Guns N’Roses და Led Zeppelin-ის ლოგოებსაც.
|