[The Mirror] ამერიკული დისკო ჯგუფის Blondie დრამერი კლემ ბერკი აცხადებს, რომ მომავალ წელს ჯგუფი ახალ ალბომს გამოუშვებს.
ახალი დისკი ჯგუფის რიგით მეთორმეტე ნამუშევარი იქნება. დღეისთვის
Blondie-ს უკანასკნელი დისკი სახელწოდებით ”The Curse Of Blondie” 2003
წელსაა გამოშვებული. ჯგუფი 1982 წელს დაიშალა როცა მათ ექვსი ალბომი და ხუთი სინგლი
ჰქონდათ ჩაწერილი, რომლებსაც ჰიტ-პარადებში მოწინავე ადგილები ეჭირათ.
საბოლოოდ Blondie ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს აღდგა. ამჟამად ჯგუფი საკონცერტო ტურნეს ატარებს, რომელიც ალბომ ”Parallel Lines”-ის გამოსვლიდან 30 წლის თავს ეძღვნება.
|