[The Telegraph] ავსტრალიის ქალაქ ადელაიდას მაცხოვრებლები, დაკრძალვის რიტუალის დროს ჯგუფ AC/DC-ს სიმღერას ”Highway to Hell”
(გზა ჯოჯოხეთში) უკვეთავენ. ამის შესახებ Centennial Park-ის მუშაკები
საუბრობენ. Centennial Park-ი ქალაქის უმსხვილესი სასაფლაოსა და
კრემატორიუმის მფლობელი ფირმაა. აგრეთვე ადელაიდას მაცხოვრებლები თავიანთ გარდაცვლილ თანამოქალაქეებს ჯგუფ Led Zeppelin-ის ცნობილი ჰიტით ”Stairway to Heaven”-ით
აცილებენ საიქიოში. ეს ორი ზემოთ ხსენებული კომპოზიცია, მართალია არ
ლიდერობს ”დამკრძალავ ჰიტ-პარადში” მაგრამ მათზე მოთხოვნილება წლიდან
წლამდე მატულობს. - ”სამგლობიარო ჰიტ-პარადს” სათავეში ფრენკ სინატრა უდგას
სიმღერით ”My Way”. მომდევნო ადგილზე კი ლუი არმსტრონგია სიმღერით
”Wonderful World”.
|