1915 წელს ჯინო სევერინის მიერ დახატული სურათი სახელწოდებით ”მოცეკვავე”,
ლონდონის Sotheby’s-ს აუქციონზე 15 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ეს
ტილო ფუტურისტულ ნამუშევრებს შორის ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდა. ”მოცეკვავე” პირველად ნიუ-იორკში 1917 წელს გამოიფინა. 1944-88 წლებში, კი სოლომონ ჰუგენჰაიმის ფონდის კუთვნილება იყო.
საერთო ჯამში Sotheby’s აუქციონზე იმპრესიონისტების და
მოდერნისტების 210 მილიონი დოლარის ღირებულების ნამუშევარი გაიყიდა, მათ
შორისაა სეზანის ნატურმორტი და მონეს პეიზაჟი.
|