სურეის საგრაფოს უნივერსიტეტმა ჯგუფ Led Zeppelin-ის გიტარისტს ჯიმი პეიჯს, დოქტორის საპატიო ხარისხი მიანიჭა.
ხარისხი პეიჯს მუსიკის განვითარებაში გაღებული წვლილისათვის მიენიჭა.
საზეიმო ცერემონია, რომელიც ამ მოვლენას მიეძღვნა, გილფორდის საკათედრო ტაძარში, 20 ივნისს ჩატარდა.
2005 წელს პეიჯმა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი, გაწეული ქველმოქმედებისთვის მიიღო.
პეიჯი ბრაზილიელ მარტოხელებს ეხმარებოდა, რისთვისაც ბრაზილიის მთავრობამ მას რიო-დე-ჟანეიროს საპატიო მოქალაქეობა უბოძა.
|