[The Rolling Stone] მუსიკოსმა მობიმ, თავის თაყვანისცემლებს სთხოვა, რომ სამოყვარულო კლიპები გადაიღონ მის სიმღერაზე ”Ooh Yeah”.
საბოლოოდ მობი ამ კლიპებიდან საუკეთესოს შეარჩევს და ამ ვიდეოს
ოფიციალურ სტატუსს მიანიჭებს. ხოლო ამ ვიდეოს ავტორი საპრიზო 10 ათას
დოლარს მიიღებს. მოყვარულ რეჟისორებს ოპერატიულად მოუწევთ მოქმედება, რადგან განაცხადები 14 ივლისამდე მიიღება.
კომპოზიცია ”Ooh Yeah”
მობის ბოლო ალბომის ”Last Night”-ის პირველი ტრეკია. მასზე მუსიკოსმა
განაცხადა, რომ ”მსურს ეს სიმღერა ისე ჟღერდეს, როგორც ჩემი ნამდვილი
ცხოვრება”.
|