[AFP] ბრიტანელი მომღერალი, გლემ-როკის ერთ-ერთი მიმდინარეობის გლიტტერ-როკის დამაარსებელი გარი გლიტერი ვიეტნამში პედოფილიის ბრალდებით დააკავეს.
პატიმრობაში მყოფმა გლიტერმა განაცხადა, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ
თავის დაუმთავრებელ ალბომს დაუბრუნდება და მასზე მუშაობას გააგრძელებს. - ”მე როკენროლს 40 წელია ვუკრავ და ციხის შემდეგ კვლავ როკენროლს დავუბრუნდები” - აცხადებს 64 წლის პედოფილი.
გლიტერს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ სად იცხოვრებს განთავისუფლების
შემდეგ და ამის შესახებ ადვოკატების და მეგობრების რჩევებს
გაითვალისწინებს. შესაძლებელია, რომ გლიტერი ჰონგ-კონგში ან სინგაპურში დაიდებს
ბინას. მშობლიურ ინგლისში გლიტერს 1999 წლიდან აღარ ეცხოვრება, ანუ მას
შემდეგ რაც 4 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ბავშვთა პორნოგრაფიის
შენახვისათვის. 2006 წელს გლიტერი ამჯერად ვიეტნამში დააკავეს და 3 წელი
მიუსაჯეს 11-12 წლის გოგონებთან გარყვნილი თანაცხოვრების გამო. პედოფილი
2008 წლის აგვისტოში დატოვებს ციხეს.
|