იგი პოპს და მის ჯგუფს The Stooges, მონრეალის კონცერტის შემდეგ, სატვირთო
ტრაილერი მოპარეს სადაც სცენის აღჭურვილობა და ინსტრუმენტები ინახებოდა.
ამის შესახებ საგასტროლო ტურის მენეჯერმა ერიკ ფიშერმა განაცხადა. მოტაცებულის ღირებულებას ფიშერი რამდენიმე ათეულ დოლარად აფასებს.
მისივე სიტყვებით ჯგუფს იმედი აქვს, რომ მომავალ კონცერტზე აინაზღაურებს,
ტორონტოში არენდით აღებული აპარატურის დაკარგვით მიყენებულ ზარალს. ამერიკული პანკ-როკ ჯგუფი The Stooges 2007 წლიდან მსოფლიო
ტურნეშია, რომელიც ალბომ ”The Weirdness”-ის მხარდამსაჭერ კამპანიას
ემსახურება. ჯგუფი 1974 წელს დაიშალა, მაგრამ 2006 აღდგა და 2007 წლიდან
კონცერტები გამართეს ბელგიაში, ჩეხეთში, ბრიტანეთში, ფინეთში, ნორვეგიაში,
ირლანდიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, აშშ-ში და
კანადაში.
|