The Independent] ჯგუფ
Radiohead მოყვარულთა უმრავლესობა, მათ ახალ ალბომს In Rainbows
არალეგალურად ქაჩავს ინტერნეტიდან და ეს მაშინ როდესაც ჯგუფის ოფიციალურ
საიტზე ეს ალბომი უფასო გადაწერით არის განთავსებული. საავტორო უფლებების დამცველი ორგანიზაციის Performing Rights
Society-ს მონაცემებით, მხოლოდ ალბომის გამოსვლის დღეს 400 არალეგალური
შეღწევა მოხდა და ოთხიოდ კვირაში ”მეკობრეთა” რიცხვმა 2,3 მილიონს
მიაღწია. როგორც საავტორო უფლებების დამცველი ორგანიზაციის სპეციალისტები
აღნიშნავენ, არალეგალურად მუსიკის გადმომწერი ადამიანები, ”მეკობრული”
საიტების მიმართ მიჯაჭვულობას განიცდიან და მათ ისე აღიქვავენ, როგორც
საყვარელ ბრენდს. შეგახსენებთ, რომ ჯგუფმა Radiohead-მა როდესაც ალბომი In
Rainbows საიტზე განათავსა არ მიუთითა გადაწერის ფიქსირებული ფასი და
ყველა მსურველს შეეძლო ის თანხა გადაეხადა, რაც მას მოესურვებოდა. ამის მიუხედავად ჯგუფმა შეძლო და პირველსავე ორ დღეში 5 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი შემოსავალი მიიღო.
|