ლეგენდარული როკ-ჯგუფის Queen-ის ახალი ალბომი სახელწოდებით The Cosmos
Rocks რომელიც ახალ ვოკალისტთან პოლ როჯერსთან ერთად ჩაიწერა ევროპაში 15
სექტემბერს გამოვა. აშშ-სა და კანადაში დისკი ერთი თვით დააგვიანებს გამოსვლას და
ჩრდილოამერიკის კონტინენტის მაცხოვრებლებს მისი შეძენა 14 ოქტომბრიდან
შეეძლებათ. ალბომი, რომელიც ჯგუფის პირველი სტუდიური ნამუშევარია უკანასკნელი 13 წლის მანძილზე, ხმისჩამწერი სტუდია EMI გამოსცემს.
ცნობილია, რომ ალბომ The Cosmos Rocks-ში სხვა კომპოზიციებთან
ერთად შევიდა სინგლები Say It’s Not True, და C-lebrity. ალბომის პირველი
სინგლი კი მალე, აგვისტოს პირველ რიცხვებში გამოიცემა.
|