ჯგუფ Franz Ferdinand-ის
ახალი ალბომი წინაზე გაცილებით ”ველური და დისკო მუსიკაზე ორიენტირებული
იქნება”. - ასე ახასიათებს ახალ ალბომს, შოტლანდიური ჯგუფის ლიდერი ალექს
კარანოსი. ჯგუფმა უკვე თითქმის დაამთავრა მუშაობა ახალ ალბომზე, რომელიც
საკუთარ სტუდიაში გლაზგოში იწერება, მაგრამ მისი გამოსვლა, რომლის
სახელწოდებაც ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა 2009 წელზე ადრე არ იგეგმება. Franz Ferdinand-მა მიმდინარე ფესტივალებზე უკვე შეასრულა
რამდენიმე სიმღერა ახალი დისკიდან, მაგრამ კაპარანოსის თქმით მათ მსმენელს
წინ დიდი სიახლე და სურპრიზი ელით. Franz Ferdinand-ის წინა ალბომმასახელწოდებით ”You Could Have It So Much Better” დღის სინათლე 2005 წელს იხილა.
|