[ტატო რაჭველიშვილი] მსოფლიო როკ კულტურის ერთერთ ყველაზე ქარიზმატულ,
სახელოვან და უმნიშვნელოვანეს ფიგურას, ჯგუფ Rolling Stones ლიდერს მიკ
ჯაგერს 26 ივლისს 65 წელი შეუსრულდა. არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ჯგუფ Rolling Stones მრავალწლიანი ისტორიისა და სიციცხლისუნარიანობაში უდიდესი წვლილი სწორედ ჯაგერის ეგსტრავაგანტურობას მიუძღვის.
ჯაგერის სიმღერის შესრულების ინდივიდუალური ექსცენტრიული მანერა
დღემდე უცვლელია და არანაირად არ იგრძნობა, რომ სცენაზე სამოც წელს
გადაცილებულ როკის ვეტერანს ხედავთ. ჯაგერმა დღემდე შეინარჩუნა სამოციანი წლების - როკენროლის
ხულიგანი ბიჭუნას იმიჯი. ეს იმიჯი ძალზე წარმატებული გამოდგა ისეთ
მუსიკალურ ”მონსტრთან” კონკურენციისას, როგორიც The Beatles იყო. ”ბითლზი” ხალხს მხიარულ გონებამახვილ ბიჭებად წარუდგნენ, რომლებიც სოციალურ ტექსტებს ლამაზ მელოდიებად ფუთავდნენ.
”როლინგების” იმიჯი სხვა იყო და სხვად დარჩა - ესაა რიტმენდბლუზში
თავსდამტყდარი ირონია. ”არ მოგწონვართ, ამ ჩემს ფეხებს” და გამოყოფილი
წითელი ენა… ლოგო რომელსაც ყველგან შეხვდებით დღევანდელი სკოლის კედელზე
დახატულს თუ ძველი, ბებერი მელომანის ოთახში კედელზე გაკრულს. მრავალი მუსიკალური ეპოქა დასრულდა მაგრამ Rolling Stones დღესაც
წარმატებით მართავს მსოფლიო ტურნეებს. კვლავ ივსება საკონცერტო დარბაზები
თუ სტადიონები და იქ სადაც ”როლინგების” მუსიკა ჟღერს, ჯაგერი, მართალია
გასამრჯელოს ფასად, მაგრამ კვლავ ცდილობს გააცოცხლოს 60-იანების
მეამბოხეთა სული. დახატოს თავისუფლების ილუზიის საკუთარი ვერსია.
|