ბრიტანულმა პოსტ-პანკ ჯგუფმა The Cure ერთი
თვით გადასწია თავისი ახალი ალბომის პრეზენტაცია და ფირფიტა რომლის
სახელიც ჯერ კიდევ არაა ცნობილი 2008 წლის 13 ოქტომბერს გამოვა. ადრინდელი გამოსვლის თარიღს 13 სექტემბერს The Cure მინი ალბომს
გამოუშვებს, რომელსაც Hypnogogic States ერქმევა და მისი გაყიდვით მიღებულ
მთელ შემოსავალს ჯგუფი წითელი ჯვრის ორგანიზაციას გადასცემს. მინი დისკზე ჩაწერილი იქნება რემიქსები სინგლებისა ახალი
ალბომიდან The Only One, Freakshow, Sleep When I’m Dead და სიახლე The
Perfect Boy. რემიქსების ავტორები ამჟამად ცნობილი არ არიან. ცნობისათვის ჯგუფი The Cure უკვე მესამედ ცვლის ალბომის
გამოსვლის თარიღს, რომელიც ჯგუფის დისკოგრაფიაში 13-ე იქნება. წინა ალბომი
სახელწოდებით The Cure 2004 წელს გამოვიდა.
|