[New Musical Express] Pink Floyd-ის გიტარისტი დევიდ გილმორი ახალ ალბომს უშვებს, რომლის სახელწოდებაა ”Live in Gdansk”.
დისკი პირველი საკონცერტო ვერსია იქნება მუსიკოსის დისკოგრაფიაში და მას 16 სექტემბერს კომპანია Columbia Records-ი გამოსცემს.
ალბომში ჩაწერილია გილმორის 2006 წლის 26 აგვისტოს კონცერტი,
რომელიც პოლონეთში, გდანსკში შედგა. კონცერტი დამოუკიდებელი პროფკავშირის
”სოლიდარობის” შექმნის 26 წლისთავს მიეძღვნა. ამ შოუში მონაწილეობა მიიღეს Pink Floyd-ის კლავიშებზე
დამკვრელმა რიკ რაიტმა და პოლონეთის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრმა,
რომელსაც ზბიგნევ პრაიზნერი ხელმძღვანელობს.
|