[Reuters] მიუზიკლ ”Mamma Mia!”-ს საუნდტრეკი, რომელიც ჯგუფ ”ABBA”-ს სიმღერების საფუძველზეა შექმნილი, დიდ ბრიტანეთში, უკანასკნელ კვირას ყველაზე მაღალი ტირაჟით გაიყიდა.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ესეთი შემთხვევა, როდესაც საუნდტრეკი
სტუდიურ ალბომზე უკეთესად იყიდება ბოლოს შვიდი წლის წინ დაფიქსირდა. 2001
წელს ასეთივე წარმატებით ფილმის ”ბრიჯიტ ჯონსის დღიურის” საუნდტრეკი
იყიდებოდა. ”Mamma Mia!” სათავეში ჩაუდგა ბრიტანული ნაკრებების ჩარტს, ხოლო ალბომებში 19 ადგილზე დამკვიდრდა.
ამ წარმატებას ხელი შეუწყო მიუზიკლის ტელე სივრცეში გამოჩენამაც და ჯგუფ ABBA-ს ფირფიტების ”Gold - Greatest Hits”-ის
კარგი ტირაჟით გაყიდვამ. ეს კრებული12 ადგილიდან 5-ზე ამაღლდა, ხოლო ორი
სინგლი ამ ალბომიდან საუკეთესო სიმღერათა ასეულში მოხვდა.
|