[BBC News] ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის The Kinks ყოფილი გიტარისტმა და ვოკალისტმა რეი დევინსმა დაწერა მიუზიკლი, რომლის სახელწოდებაცაა”Come Dancing”.
სპექტაკლს, რომელსაც სახელი ჯგუფ The Kinks-ის ერთ-ერთი სიმღერიდან
დაერქვა, დაიდგმება ლონდონის აღმოსავლეთით მდებარე სცენაზე, Royal
Stratford East-ზე. პრემიერა 13 სექტემბერს შედგება და დაგეგმილია, რომ ის
6 კვირის განმავლობაში არ ცამოვა სცენიდან. მუზიკლში დევისის 20-მდე სიმღერა დაიკვრება, რომლებიც მისი
ადრეული შემოქმედებითი ეპოქის მაყოფია. ამჟამად უცნობია გამოვა თუ არა
ტავად დევისი სცენაზე. The Kinks 1963 წელს სეიქმნა და 1996 წლამდე იარსება. მთელი ამ
ხნის განმავლობაში ჯგუფმა 30-ზე მეტი ალბომი ჩაწერა. თავად დევისს ოთხი
სოლო ალბომი აქვს ჩაწერილი, მათგან უკანასკნელი ”Working Man’s Cafe” 2007
წელსაა გამოსული.
|