[”მსოფლიო სპორტი”] საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები,
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი წრის ბოლო მატჩში,
შვედეთთან ორქულიანი სხვაობით დამარცხდა. B დივიზიონში მოასპარეზე ქართველმა კალათბურთელებმა, წარმატებული
სამი მატჩის შემდეგ, შვედეთის ქალაქ უმეოში გამართულ შეხვედრაშიც
გამარჯვების მოსაპოვებლად ბოლო წამებამდე იბრძოლეს, თუმცა საბოლოოდ, 59:61
წააგეს. მართალია, ფრედ დასრულებული პირველი პერიოდის შემდეგ, ანგარიში
მასპინძლებს მიჰყავდათ, თუმცა იგორ კოკოშკოვის გუნდმა შეხვედრის მიწურულს
ძალის მოკრება შეძლო და მოწინააღმდეგესთან ჩამორჩენა ერთ ქულამდე
შეამცირა, მაგრამ ქართველებმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს, შვედებმაც
საკუთარი შანსი ხელიდან არ გაუშვეს და უშუალო კონკურენტს მიმდინარე
ტურნირში პირველი მარცი აგემეს. ამ მატჩში საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ვიქტორ
სანიკიძე იყო, რომელმაც 19 ქულა დააგორვა, 6-6 ქულას დასჯერდნენ გუნდის
ლიდერები ტაირონ ელისი და ზაზა ფაჩულია. ამგვარად, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო
ტურნირის პირველი წრე, რომლის ოთხივე მატჩის გამართვა გუნდს, ცნობილი
მიზეზების გამო, სტუმრად მოუხდა, ჯგუფში 7 ქულით დაასრულა და ბოლო მატჩში
განცდილი მარცხის მიუხედავად, კოკოშკოვის გუნდს A დივიზიონში
აღზევებისთვის ბრძოლის კარგი შანსი აქვს. “ჯვაროსნები” საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე წრის მატჩებს
მომავალ წელს, თბილისში გამართავენ და კალათბურთის ქართველი
გულშემატკივრისთვის ჩასახული იმედის გამართლება ალბათ არ გაუჭირდებათ.
|