პარასკევი, 2024-11-22, 7:05 AM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » საზოგადოება

სიახლე ქართული უმაღლესი განათლების ბაზარზე - ”მასკი” აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და მაგისტრანტებს ბევრ სიახლეს უმზადებს

”მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტ”-მა (”მასკი”) უკვე დაიმკვიდრა გამორჩეული ადგილი ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის. ინსტიტუტი აბიტურიენტებსა და სტუდენტებს ყოველწლიურად მრავალ სიახლეს სთავაზობს. გთავაზობთ ინტერვიუს ინსტიტუტის რექტორთან ბატონ ვლადიმერ ჭელიძესთან

ბატონო ვლადიმერ, მოკლედ გაგვაცანით თქვენი ინსტიტუტის ისტორია?
- ”მასკი”-მ უმაღლესი სასწავლებლის ლიცენზია 2002 წელს მოიპოვა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. 6 წელში 1 ფაკულტეტიდან 6 ფაკულტეტზე ავედით. ამ დროისათვის ”მასკი”-ში ფუნქციონირებს: სოციალურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის, ხელოვნების, სამართალმცოდნეობისა და ინფორმატიკის ფაკულტეტები. სპეციალობების რაოდენობა 2-დან 22-მდე გავზარდეთ. ყოველწლიურად იხვეწება ჩვენი სასწავლო ბაზები, მუდმივად ვაუმჯობესებთ სწავლების პირობებსა და დონეს.

უფრო კონკრეტულად თქვენი სასწავლო ბაზებისა და სწავლების პირობების შესახებ...
- ”მასკი” 2006 წელს ქალაქის ცენტრში, ყოფილ კოლმეურნეობის მოედანთან, ახალგარემონტებულ შენობაში გადავიდა. დამონტაჟდა გათბობის უახლესი სისტემა, შეიქმნა კომპიუტერული კლასები, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების სამკითხველო დარბაზი და ბიბლიოთეკა, რომელიც პერიოდულად ივსება ქართული, რუსული და ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოებით. დავასრულეთ ელექტრონული ბიბლიოთეკის ჩამოყალიბება. დავიწყეთ ჩვენი სალექციო კურსების გამოცემა.

რამდენად აკმაყოფილებს თქვენი სასწავლო ბაზები სხვადასხვა სპეცილობის სტუდენტებს?
- ბიბლიოთეკა ყველა სპეციალობის სტუდენტზეა გათვლილი. კომპიუტერებისა და უცხო ენების შესწავლა ყველასთვის სავალდებულოა. მესამე კურსიდან ისწავლება მეორე უცხო ენაც. ”მასკი”-ში ფუნქციონირებს დიდი სააქტო დარბაზი, სადაც იმართება კონფერენციები, შეხვედრები ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან და სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან, ტარდება საჯარო ლექციები, მასტერ-კლასები, სტუდენტური ღონისძიებები. სამსახიობო და სარეჟისორო სპეციალობების სტუდენტები აქ გადიან რეპეტიციებს, ცეკვისა და პლასტიკის გაკვეთილებს, დგამენ ეტიუდებსა და ჩანახატებს. ჯგუფებს ხელმძღვანელობენ ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძე, ბატონები გოგი ქავთარაძე და მერაბ კოკოჩაშვილი.

გარდა ამისა შევიძინეთ უახლესი ციფრული ტელე და სამონტაჟო აპარატურა და შევქმენით საკუთარი ტელესტუდია. ბატონ გია აბესალაშვილის ხელმძღვანელობით სტუდენტებმა საკურსო ფილმი გადაიღეს. ამ ეტაპზე სტუდია მუშაობს ინსტიტუტის საპრეზენტაციო ფილმზე, რომელიც მალე დისკის სახით გამოვა.

რას გვეტყვით თქვენი ინსტიტუტის საერთაშორისო კავშირებზე?
- მიმდინარე წელს ”მასკი”-მ თანამშრომლების ხელშეკრულება გააფორმა ლატვიაში მოქმედ უნივერსიტეტთან  ”ბალტიის საერთაშორისო აკადემიასთან” (”ბსა”). ”ბსა” ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთ უმსხვილეს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას წარმოადგენს. იგი ფლობს როგორც ლატვიურ, ასევე  საერთაშორისო და ევროპულ აკრედიტაციას. მდებარეობს რიგაში და აქვს ფილიალები ლატვიის 7 ქალაქში. ამჟამად აკადემიაში 9000 სტუდენტი სწავლობს, მათგან - ასამდე  ქართველია.

რა ფორმით თანამშრომლობს ”მასკი” ”ბალტიის საერთაშორისო აკადემიასთან”?
- ”მასკი” აკადემიის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჩვენ ორი სახის მომსახურებას ვთავაზობთ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს: 1. ”ორი დიპლომის პროგრამა”, 2. ”ლატვიაში სწავლების პროგრამა”. საბუთები მიიღება როგორც ბაკლავრიატში, ასევე - მაგისტრატურაში.

რას ნიშნავს ”ორი დიპლომის პროგრამა”?
- აბიტურიენტს ან მაგისტრანტს შეუძლია გახდეს ”ბალტიის საერთაშორისო აკადემიის” სტუდენტი თბილისში ”მასკის” ბაზაზე, ისწავლოს საქართველოში ორი სასწავლებლის ერთობლივი პროგრამით და აიღოს ევროპული დიპლომი და დამატებით ”მასკის” ქართული დიპლომი.

როგორია თქვენს საერთაშორისო პროგრამაზე სწავლების ფორმა?
- თავდაპირველად მოხდა ჩვენი სასწავლო პროგრამების შედარება და ერთმანეთთან შერწყმა. შერწყმის საფუძველზე მივიღეთ -”დისტანციურს+ადგილობრივი სწავლება”.  საგნები, რომლებიც დაემთხვა ერთმანეთს და საერთო აღმოჩნდა ორივე სასწავლებლისთვის ისწავლება ქართულ ენაზე ”ადგილობრივად”. თითოეულ ასეთ საგანში აქ დაგროვილი კრედიტები უტოლდება ლატვიაში დასაგროვებელ კრედიტებს.  განსხვავებულ საგნებს ხელმძღვანელობენ ”ბალტიის საერთაშორისო აკადემიის” ლექტორები რუსულ ენაზე, ზოგიერთ სპეციალობაზე - ინგლისურ ენაზე. ”ბსა”-ს ლექტორები სწავლებას წარმართავენ ”დისტანციურად”, ინტერნეტის საშუალებით და ამასთანავე - პერიოდული ვიზიტებით. ”ორი დიპლომის პროგრამაზე” ჩარიცხვა ხდება ტესტირებით.

მიმდინარეობს მუშაობა ორ ქვეყანას შორის მედია-ხიდის გაკეთებაზე. ეს  ნიშნავს, რომ სტუდენტები ”მასკიში” საგანგებოდ დამონტაჟებული ეკრანის საშუალებით  პირდაპირ რეჟიმში უყურებენ და უსმენენ რიგიდან გადმოცემულ ლექციებს, სვამენ კითხვებს და იღებენ პასუხებს.

რა სპეციალობები მოქმედებს ”ორი დიპლომის პროგრამაზე”?
- ამ ეტაპზე მიღებას ვაცხადებთ შემდგომ სპეციალობებზე: 1. ბიზნესის ადმინისტრირება 2. საზოგადოებრივი ურთიერთობები (PR) და მარკეტინგი, 3. სამართალმცოდნეობა, 4. ევროპათმცოდნეობა, 5. ფსიქოლოგია. იგულისხმება ბაკალავრიატიც და მაგისტრატურაც.

როგორ ხდება აბიტურიენტების გაგზავნა ”ლატვიაში სწავლების პროგრამაზე”?
- საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის აპლიკანტები ”მასკი”-ში გაივლიან რუსული ენისა და ინტელექტუალურ ე.წ. ”IQ” ტესტს. დადებითი შეფასების შემდეგ მიემგზავრებიან რიგაში ან ლატვიის 7 ქალაქში მდებარეაკადემიის რომელიმე ფილიალში, სადაც სწავლება 25%-ით იაფია. მათ ”ბალტიის საერთაშორისო აკადემია” უზრუნველყოფს შენგენის ვიზით, რაც ავტომატურად გულისხმობს ევროკავშირის ტერიტორიაზე  გადაადგილების უფლებას, ანიჭებს ლატვიაში ცხოვრების უფლებას, მუშაობის უფლებას და გამოუყოფს ადგილს აკადემიის საერთო საცხოვრებელში. ”მასკი” აპლიკანტებს ეხმარება ლატვიაში გამგზავრებასთან დაკავშირებულ ყველა საორგანიზაციო საკითხის მოგვარებაში.

სხვა სასწავლებლის სტუდენტებს თუ შეუძლიათ თქვენთან გადმოსვლა ან ლატვიაში სწავლის გაგრძელება?
- ”ორი დიპლომის პროგრამა”-ზე გადმოსვლა ან ლატვიაში სწავლის გაგრძელება შეუძლიათ სხვა სასწავლებლების ყველა კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს. ამისთვის მათ უნდა წარმოადგინონ თავიანთ სასწავლებლებში უკვე ჩაბარებული საგნების ჩამონათვალი. მოხდება ამ საგნების შედარება ”მასკისა და ”ბსა”–ს სასწავლო პროგრამებთან. ერთნაირი საგნები ჩაითვლება როგორც გავლილი და სტუდენტებს მოუწევთ მხოლოდ განსხვავებული და დარჩენილი საგნების მოსმენა.

რა სპეციალობებზე მიმდინარეობს სწავლა  ლატვიაში?
- ლატვიაში ზემოთჩამოთვლილ სპეციალობებს კიდევ მრავალი საინტერესო პროფესია ემატება. ”ბსა”-ში ცალკე ფუნქციონირებს ”დიზაინის უმაღლესი სკოლა”, ასევე ვთანამშრომლობთ ”ბალტიის აკადემიის” მიერ დაფუძნებულ ”ფსიქოლოგიის უმაღლეს სკოლასთან”.

კიდევ რა სიახლეა ”მასკი”-ში?
- წელს ამოქმედდა ”მასკი”-ს ”ტრენინგისა და სწავლების ცენტრი”, ჩვენი სტუდენტები ტრენინგებზე დიდი ფასდაკლებით სარგებლობენ. ასევე გავხსენით ”სტაჟირების და დასაქმების ცენტრი”, რომელიც სტუდენტებს  სტაჟირებებზე აგზავნის სხვადასხვა ორგანიზციებში, სპეციალობების მიხედვით. ცენტრი უფროსკურსელებსა და კურსდამთავრებულებს ეხმარება წარმატებით დასაქმებაში.

სხვა ქალაქებში თუ გაქვთ წარმომადგენლობა?
- ბათუმში ფუნქციონირებს ”მასკ”-ის ფილიალი – ”ტურიზმის ბიზნეს-აკადემია”. იქ ამ ეტაპზე 200-მდე სტუდენტი სწავლობს. ”ტურიზმის ბიზნეს აკადემიას” აქვს ახალგარემონტებული შენობა აღმაშენებლის ქუჩაზე, საკუთარი კომპიუტერული კლასები, სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სააქტო დარბაზები. ლექციებს კითხულობენ როგორც ადგილობრივი ასევე მიწვეული ლექტორები.

მისამართი: თაბუკაშვილის 3ა,
ტელ: 92-24-41;   899 70 20 44,
ელ-ფოსტა: info@maski.edu.ge
საიტი: www.maski.edu.ge
კატეგორია: საზოგადოება | დაამატა: net (2008-10-03)
ნანახია: 1239 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz