პარასკევი, 2024-11-22, 7:24 AM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » საზოგადოება

დევნილები ამინდმაც არ დაინდო

[თემურ დოლიძე]
გადუღებელმა წვიმებმა და მოულოდნელმა აცივებამ განსაკუთრებული პრობლემები გორის კარვების ქალაქში შექმნა. დევნილები წარმოუდგენელ ვითარებაში აღმოჩნდნენ. კარვებში ცხოვრება ვეღარ ხერხდება, ახალი კოტეჯების აშენებამდე კი მინიმუმ ერთი თვეა დარჩენილი. მთავრობა დევნილთა სხვა ადგილზე გადაყვანას გეგმავს, მაგრამ ჯერჯერობით საქმე სიტყვას ვერ სცდება.

რეგიონალურ საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის დავით ტყეშელაშვილის განცხადებით, დევნილების სხვა საცხოვრებელ ობიექტებში გადაყვანა ერთი კვირის განმავლობაში განხორციელდება.

წვიმების შედეგად არა მარტო გორის რაიონში დროებით ჩასახლებული დევნილები, არამედ სხვა რეგიონში ჩასახლებულებიც დაზარალდნენ. ”ნალექის შედეგად ძალიან დიდი პრობლემა შეიქმნა როგორც გორში, ასევე სხვა რეგიონებში. სწორედ ამიტომ დევნილები ამ კვირაში სხვადასხვა ობოიექტებში გადანაწილდებიან, სადაც ისინი უფრო უსაფრთხოდ იქნებიან”, - განაცხადა ტყეშელაშვილმა, რომლის ინფორმაციით, კარვების ქალაქიდან გამოსახლებული დევნილები ისევ გორსა და მიმდებარე რეგიონებში იქნებიან გადანაწილებულები.

რამდენიმე დღეში გორში ე.წ. კარვების ქალაქის დემონტაჟი დაიწყება. შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა ლადო ვარძელაშვილმა განაცხადა, რომ დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება ეტაპობრივად განხორციელდება.

- “მიღწეული შეთანხმების თანახმად, რუსმა ოკუპანტებმა ქართული სოფლები 10 ოქტომბრამდე უნდა დატოვონ. მათი წასვლის შემდეგ დევნილები საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან. დევნილთა დაახლოებით 95% საკუთარ სახლებში დაბრუნებას ექვემდებარება”, - ამბობს ვარძელაშვილი.

რაც შეეხება დევნილთა იმ ნაწილს, რომელთა სახლები (სულ 250-მდე სახლი) საცხოვრებლად უვარგისია, ისინი ჯერჯერობით მეზობლებთან დაბინავდებიან.

პარლამენტარ კობა სუბელიანს რუსების მაინცდამაინც არ ეიმედება და ამიტომ სამარქაფო გეგმაც ჰქონია შემუშავებული. რუსების მხრიდან შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, თუ რუსები 10 ოქტომბრის შემდეგ ბუფერული ზონებიდან არ გავლენ, სუბელიანი და მისი თანამოაზრეები გორის კარვების ქალაქში მყოფ დევნილებს, სხვა დევნილების მსგავსად, საბავშვო ბაღებში გადაანაწილებენ.

- “წვიმის გამო კარვების ქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა, მაგრამ მალევე მოვაგვარეთ. დასველებული კარვიდან დევნილები სხვა კარვებში გადავიყვანთ. თუ ისინი მოინდომებენ, დღესვე შეგვიძლია, საბავშვო ბაღებში გადავანაწილოთ, მაგრამ ამ ეტაპზე თვითონაც დაინტერესებული არიან გორში ყოფნით, რადგან ჩუმად ახერხებენ საკუთარ სახლებში შესვლას და მოსავლის აღებას”.

”საბავშვო ბაღებში შეყვანის შემთხვევაში კი, მათი სხვადასხვა რაიონში გადანაწილება მოგვიწევს და მათთვის საკუთარ სახლებში შესვლა უფრო მოუხერხებელი იქნება. ჩვენ გადავწყვიტეთ, 10 ოქტომბრამდე დაგვეცა და რუსების გასვლის შემთხვევაში კარვების ქალაქში მყოფი დევნილები სხვა დევნილებთან ერთად საკუთარ სახლებში დაგვებრუნებინა”.

”ნებისმიერ შემთხვევაში, 10 ოქტომბრის შემდეგ კარვების ქალაქის აშლა მოგვიწევს, რადგან აციებასთან ერთად ხალხის იქ დარჩენა მიზანშეწონილი არ იქნება”, - აღნიშნა სუბელიანმა.

ესე იგი 10 ოქტომბრიდან მინიმუმ რამდენიმე კვირა დევნილებს (იმათ მაინც ვინც ჯერჯერობით თავის კერას ვერ დაუბრუნდება) ისევ მოგზაურობა მოუწევთ, რადგან შიდა ქართლში მშენებარე ობიექტები, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს-ნოემბრის დასაწყისში ჩაბარდება.

- “ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ობიექტების ჩაბარება გრაფიკით დადგენილ ვადებში განხორციელდება, თუმცა მთავარია არა ამ ობიექტების ჩაბარება, არამედ დევნილების დაბინავება. ყველა დევნილი, რომელსაც დღეს რთულ პირობებში უწევს ცხოვრება, აღნიშნულ ობიექტებში გადანაწილდება”, - განაცხადა დავითტყეშელაშვილმა.

პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში ლადო ვარძელაშვილი კი კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მშენებარე საცხოვრებელი სახლების მაღალი ხარისხით მოხიბლულა და აღტაცებას ვერ მალავს.

ვარძელაშვილი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის შედეგად ძალიან ბევრი კეთილმოწყობილი სახლი დაზიანდა, ახლადაშენებული საცხოვრებელი სახლები ბევრად უკეთესი იქნება ზოგიერთ იმ სახლთან შედარებით, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომმა დააზიანა.

მართალია, უამინდობის გამო მშენებლობის პროცესი ნაწილობრივ შეჩერებული იყო, თუმცა ამ დროისთვის განახლდა და მშენებლობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

რუსული აგრესიის შედეგად რაიონში სულ 1500-მდე სახლია დაზიანებული.


კატეგორია: საზოგადოება | დაამატა: net (2008-10-03)
ნანახია: 794 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz