პარასკევი, 2024-11-22, 7:32 AM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » საზოგადოება

”კავკასუს ონლაინი” ”გაერთიანებული ტელეკომისგან” ფინანსურ კომპენსაციას ითხოვს

[შორენა პაპაშვილი]
ინტერნეტ- პროვაიდერ ’’კავაკასუს ონლაინის” დირექტორმა მამია სანადირაძემ ”გაერთიანებული ტელეკომის” წინააღმდეგ სასამართლოში მორიგი სარჩელი შეიტანა, სადაც კომპანიისათვის იმიჯის შელახვის მიზნით, ყაზახ ინვესტორს მისი კომპანიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებში ადანაშაულებს.

”კავკაზუს ონლაინი” შველას ხელისუფლებისაგან ითხოვს, რათა დაიცვან ქართული კომპანიები არაკეთილსინდისიერი ბიზნეს-ურთიერთობისაგან, რაც ქვეყანაში  კავშირგაბმულობის დარგის განვითარებას აფერხებს.

მამია სანადირაძე უკმაყოფილოა ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც ’’კავკასუს ონლაინს” სატელეფონო სადგურებში ნაქირავებ კოლოკაციის ფართებში საკუთარ აპარატურასთან 24 საათიანი დაშვების რეჟიმი - 10 საათამდე შეუმცირა.

ბოლო ოთხი დღეა ზუსტად საღამოს 6 საათსა და 30 წუთზე სისტემატურად ითიშება ’’კავკასუს ონლაინის” აპარატურა და მის დიესელ-აბონენტებს საღამოს საათებში ინტერნეტი აღარ მიეწოდებათ. ძირითადად ზარალდებიან ვაკე-საბურთალოს რაიონის 37 და 25 ატეესების აბონენტები.

- ’’სიტუაციის ადგილზე გაცნობისთვის და აპარატურის ჩასართველად რამდენჯერაც მივედით, შენობის დაცვამ ჩვენს მიერ ნაქირავებ ფართში არ შეგვიშვა, სამუშაო საათები დასრულებულიაო - განგვიცხადეს. შესაძლოა ”გაერთიანებულ ტელეკომს” განზრახული აქვს ხელი შეგვიშალოს აბონენტების 24 საათიან მომსახურეობაში, რათა ჩვენი კომპანიის იმიჯი შელახოს. სხვა შემთხვევაში, არ შეიძლება ასე თავისით ერთსა და იმავე დროს ითიშებოდეს ჩვენი აპარატურა, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში არაფერი მოსდის. მეორე დილით მისულებს აპარატურა მთელი გვხვდება, მაგრამ სისტემაში ჩართულ მავთულებს ეტყობათ, რომ მათგან ზოგი არ არის მყარად შეერთებული, ანუ ნაჩქარევადაა მიერთებული და ამით ვხვდებით, რომ ეს არის განგებ გაკეთებული,” - აცახდებს მამია სანადირაძე.

აღსანიშნავია, რომ კავშირგაბმულობის სისტემაში ურთიერთჩართვის შესახებ კანონი კომპანიებს შორის 24-საათიან თანამშრომლობასა გულისხმობს. ეს ფაქტორი გადამწყვეტია თავად კავშირგაბმულობის სისტემის გამართული მუშაობისთვისაც.

ინტერნეტ-პროვაიდერი ”კავკასუს-ონლაინი” დაახლოებით 40 ათას აბონენტს ემსახურება, რომლებიც თბილისში 30 სატელეფონო სადგურზე არიან განთავსებულნი. დახმარებისა და სიტუაციაში გარკვევის მიზნით კომპანიამ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა, მაგრამ მათი მხრიდან ჯერ-ჯერობით რაიმე რეალური გადაწყვეტილება არ ჩანს.

რაც შეეხება სასამართლოში სარჩელის შეტანას, როგორც მამია სანადირაძე აცხადებს, სასამართლო პროცესი თვეებისა და წლების განმავლობაში გრძელდება, ხშირი გამორთვების შედეგად კი აპარატურა ზიანდება და კომპანია ფინანსურად ზარალდება.

გეგაბაითიან ჩართვებთან დაკავშირებით, ”გაერთიანებული ტელეკომის” მფლობელ ყაზახურ კომპანიასა და ”კავკასუს ონლაინს” შორის მიმდინარე სასამართლო პროცესი ერთი წლის წინ ”კავკასუსის” სასარგებლოდ დასრულდა, მაგრამ მაშინ ”კავკასუს ონლაინმა” მილიონ ორასი ათასი ლარის ზარალი განიცადა. ”კავკაზუს ონლაინში” ბოლო დღეებში განხორციელებული გათიშვების შედეგად მიყენებულ ზარალას ითვლიან და სასამართლოში ყაზახური კომპანიისათვის შესაბამისი ფინანსური კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით კიდევ ერთ სარჩელს შეიტანენ.


კატეგორია: საზოგადოება | დაამატა: net (2008-10-03)
ნანახია: 1134 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz