პარასკევი, 2024-11-22, 2:09 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » საზოგადოება

კარვების ქალაქიდან კოტეჯების სოფლებამდე

[თემურ დოლიძე]
გუშინ უმრავლესობის ერთ-ეთრმა უპრეტენზიო სახემ, დეპუტატმა კობა სუბელიანმა ალალდ აღიარა, რომ დევნილებისათვის უმრავლესობისათვის ზამთრის დადგომამდე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ვერ დასრულდებოდა. სუბელიანს სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ კასპისა და გორის რაიონის სოფლებში, სადაც კოტეჯები შენდება ”ნაცების” მობილიზება გამოცხადდა. იქ ისთი “მგზნებარე და მამულიშვილური” სიტყვები გაისმა, დევნილებს თავი საკუთარ ეზოგარემოში ეგონათ.

გაირკვა, რომ საომარი მოქმედებებით დაზარალებული მოსახლეობისათვის სულ 1’375 სახლი შენდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის მონაცემებით, რომელიც მშენებლობის ზედამხედველობას ახორციელებს, კასპის რაიონის სოფელ თელიანში - 54, მეტეხში - 35, აღაიანში კი 112. გორის რაიონის სოფელ ბერბუკში - 134, სკრაში - 86, ხურვალეთში - 139, შავშვებში - 177, კარალეთში კი 480 სახლი შენდება. ქარელის რაიონის სოფელ ახალსოფელში - 100, სოფელ მოხისში კი 58.

სოფელ შავშვებთან 177 სახლის მშენებლობა 17 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. აქ დევნილები ძირითადად გორში მდებარე “კარვების ქალაქიდან”, ფრონესა და პატარა ლიახვის ხეობიდან დასახლდებიან. გარდა იმისა, რომ ხელისუფლება დევნილებს კეთილმოწყობილ და კომუნალური საკითხებით მოწესრიგებულ სახლებს გადასცემს, მათ მიეცემათ ასევე ფულადი კომპენსაციები, რომლითაც შესაძლებლობა ექნებათ საქონელი შეიძინონ და მოაშენონ.

გორის რაიონის სოფელ შავშვებთან მდებარე 15 ჰექტარზე გადაჭიმულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კოტეჯები, დაახლოებით, 700-მდე ადამიანზეა გათვლილი. მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა გოცირიძის თქმით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს საცხოვრებელი კოტეჯების მშენებლობა, უკვე გაყვანილია დროებითი გზები და შემდგომში მუდმივი გზებიც აშენდება.

აღნიშნული პროექტი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მაგრამ გოცირიძის თქმით, მსოფლიო ბანკთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, დაფინანსებასთან დაკავშირებით. გოცირიძის ეიმედება, რომ მოლაპარაკებები ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება და თანხა დამტკიცდება.

- “მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბანკი თანხას დაამტკიცებს, მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხიდან ნახევარს გადმორიცხავენ”, - აღნიშნა მან.

ამ პროექტს ასევე ხელძღვანელობას უწევს შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა სწორედ აღნიშნული მიმართულებით ხელმძღვანელობა ჩააბარა. შსს მინისტრმაც არ დააყოვნა და შავშვების სანახებს ეწვია. ერთი თვალის შევლებაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მინისტრმა დაასკვნა ყველაფერი გეგმაზომიერად მიმდინარეობსო.

- “უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ წყალსაც და ჭაბურღილსაც ვაკეთებთ, რათა სოფელი ნორმით უზრუნველყოფილი იყოს. ნორმა ერთ ოჯახზე 260-265 ლიტრი წყალია, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ყველა სოფელში, თითო ოჯახზე ამდენი წყალი იქნება”, - განაცხადა მინისტრმა. კვირას მინისტრი ჟურნალისტებთან ერთად “გაივლის” ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ საკითხს, ამის შემდგომ კი გაზით მომარაგების საკითხის განხილვა მოხდება. უმჯობესი იქნებოდა შსს მინისტრისა და ჟურნალისტების გარდა დენისა და გაზის საკითხებში ცალი თვალით ენერგეტიკოსებაც ჩაეხედათ, მაგრამ ამის დრო, აბა, ვისღა აქვს.

- “მხოლოდ სახლის აშენება არ არის საკმარისი, საჭიროა წყლით მომარაგება, ამავე დროს უნდა ვიფიქროთ, რომ ახალი სოფლების წყლით მომარაგება მეზობელი სოფლების ხარჯზე არ უნდა მოხდეს, უნდა ვიფიქროთ მეზობელი სოფლების წყლით მომარაგების გაუმჯობესების საკითხზე, მეზობელი სოფლების 80%-ს წყლის დეფიციტი აქვს”, - მრავალნაცადი მელიორატორივით მსჯელობს მერაბიშვილი.

რაც შეეხება მოსახლეობისათვის საქონლის შესყიდვის საკითხს, მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა, სწავლის საკითხის გადაწყვეტაა, მინიმალური საარსებო პირობების შექმნა, შემდგომ კი მოსახლეობის გრძელვადიან გეგმებზე დაიწყება ფიქრი.

როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, ხელისუფლება ახლა მუშაობს იმაზე, თუ რა იქნება ეფექტური მოსახლეობის დასასაქმებლად. მარტო მერაბიშვილი რას მიქვია, დევნილების პროლემებს ადგილზე რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ტყეშელაშვილიც გაეცნო.

- “ხელისუფლებამ დევნილებისთვის არა მხოლოდ სახლების მშენებლობა უნდა უზრუნველყოს, არამედ წყალმომარაგება და მათთვის საჭირო ყველა პირობა უნდა შექმნას. ჩვენ პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში დევნილებს ნორმალურ პირობებს შევუქმნით, შემდეგ კი გრძელვადიან პროექტებზე ფიქრს დავიწყებთ”, - დასჭექა მერაბიშვილის მხარდამხარ მდგომმა ტყეშელაშვილმა.

მინისტრების გვერდით იდგა შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ლადო ვარძელაშვილიც. მისი ინფორმაციით, ახალ სოფელში დევნილები ძირითადად გორში მდებარე კარვების ქალაქიდან, ფრონესა და პატარა ლიახვის ხეობიდან დასახლდებიან. ვარძელაშვილის თქმით, მათ აუშენდებათ კეთილმოწყობილი სახლები, მოუგვარდებათ კომუნალური საკითხები და მეცემათ სასოფლო-სამეურნეო მიწები.

მისი თქმით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა მათთვის ფულადი კომპენსაციების გამოყოფაზე, რომლითაც დევნილებს შესაძლებლობა ექნებათ საქონელი შეიძინონ და მოაშენონ. ვარძელაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი სოფლიდან სოფელ შავშვების სკოლაში ბავშვებს ავტობუსი ატარებს, რომელიც სპეციალურად დაინიშნება.

აი, ასე მხარდამხარ იღვწოდნენ გორის სოფლებში მინისტრები, რწმუნებულები და სახელმწიფო მოხელეები. სულ ცოტა ხნის წინ ეს ადამიანები მხრდამხარ “იბრძოდნენ”, ხოლო ორიოდე დღის შემდეგ შიშით სხვადასხვა მხარეს გარბოდნენ. დღესდღობით კი მზრუნველი ხელისუფალის მანტია მოისხეს და მათი აზრით, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.


კატეგორია: საზოგადოება | დაამატა: net (2008-10-03)
ნანახია: 748 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz