პარასკევი, 2024-11-22, 9:15 AM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » ეკონომიკა

მილიარდობით “დაუდგენილი” ზარალი

[ეკა ბაქრაძე]
საქართველოს ეკონომიკისათვის მიყენებული ზარალის დაუთვლელობა კვლავაც აქტუალურია. ქვეყანაში არ არსებობს უწყება, რომელსაც მიახლოებით მაინც ჰქონდეს წარმოსახვა იმ სფეროსათვის მიყენებულ ზარალზე, რომელიც მის კომპეტენციაშია. შედარებით კონკრეტდება თავდაცვითი სისტემებისათვის მიყენებული ზიანი. აქ, დაახლოებით, 250 მილიონიანი “გარღვევაა”.

სხვადასხვა და წინასწარი ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ქართულმა ეკონომიკამ, წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით 3-4 მილიარდი დოლარით იზარალა. ეს ინფორმაცია, ძირითადად, სახელისუფლებო წყაროებიდან მოედინება. მთავრობის წევრთა მტკიცებით, სამხედრო ინფრასტრუქტურამ 200-250 მლნ დოლარის ზარალი ნახა.

საქართველოს ჰქონდა შანსი, ამიერკავკასიის მთავარი ფინანსური და პოლიტიკური ცენტრი გამხდარიყო, თუმცა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს შემდეგ, ეს პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანი გახდა. 5-დღიანი ომი რუსეთთან როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოსათვის მეტად მძიმე შედეგებით დასრულდა.

ექსპერტთა აზრით, ქვეყნის ეკონომიკური ზარალი სახელისუფლებო 4-მილიარდიან ვერსიას ბევრად აღემატება. ჯერ კიდევ ომის დამთავრებისთანავე სპეციალისტები 10-15-მილიარდიან ზარალზე საუბრობდნენ.

ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი საქართველოს ხელისუფლებას “საზოგადოების მოტყუებაში” ადანაშაულებს და აცხადებს, რომ “რუსული აგრესიის შედეგად საქართველოსთვის მიყენებული ეკონომიკური ზარალის ზუსტი ოდენობა არ სახელდება”.

- “ჭკუამხიარული და თავცარიელი ხელისუფლების პირობებში აფრიკულ ქვეყანას დავემსგავსებით. ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, რუსული აგრესიის შედეგად ქართულ ეკონომიკას 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიადგა. საქმე კი ის არის, რომ ტელეკამერების წინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მხოლოდ “საქართველოს ბანკის” ფინანსურ დანაკარგებზე საუბრობს. დარწმუნებული ვარ, გადამწვარი და განადგურებული 60 სოფლით არავინ დაინტერესებულა, თითქოს იქ ეკონომიკური ზარალი არ არსებობდეს”, - აღნიშნა ორველაშვილმა და დასძინა, რომ “დასავლეთი მხოლოდ იმ ობიექტების ეკონომიკურ ზარალს ითვლის, რომელშიც ომის დაწყებამდე გარკვეული ინვესტიცია დააბანდა”.

ექსპერტის ვარაუდით, რუსულმა აგრესიამ საქართველოში უცხოური ინვესტიციების დაბანდება სერიოზულად შეაფერხა, თუმცა ზუსტი ციფრების დასახელება ყველას უჭირს.

საქმე ისაა, რომ ეკონომიკისათვის მიყენებული ზარალის სიმძიმე აწი და აწი გამოჩნდება. პირველ ბიძგებს ბიზენსი და მოსახლეობა 2008 წლის მეოთხე კვარტალში იგრძნობს, ხოლო მთავარი პრობლემები წლის დასაწყისში გამოჩნდება, როდესაც სახელმწიფოც და ბიზნესიც მომავალი ფინანსური წლის დაგეგმვას დაიწყებს.

წინასწარი ინფორმაციით, ბანკები საბოლოოდ გადავლენ გაზრდილ საკრედიტო განაკვეთებზე, კომპანიები შეამცირებენ თანამშრომლებს, სარეკლამო ხარჯებს, ხელფასებს, შეზღუდავენ ახალი პროდუქტების დანერგვას, სახელმწიფო კი პირიქით - გაამკაცრებს გადასახადების ამოღებას. სწორედ ამგვარი ვითარების შედეგად დადგინდება გრძელვადიანი ეკონომიკური ზარალი, რომლის ციფრებში გამოხატვაზე, რა თქმა უნდა, არავინ იზრუნებს.


კატეგორია: ეკონომიკა | დაამატა: net (2008-10-03)
ნანახია: 835 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz