პარასკევი, 2024-11-22, 3:20 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » ეკონომიკა

საბანკო სექტორში ინვესტიციური გამყინვარებაა

[ეკა ბაქრაძე]
საბანკო სექტორს ბოლო წლების ფონზე ურთულესი პერიოდი უდგას. მართალია, საქართველოს მთავრობა და ბანკირებიც გლობალურ კრიზისს კატეგორიულად გამორიცხავენ, მაგრამ ციფრებში ყველაფერი თვალნათლივ ჩანს.

საბანკო სფეროში ინვესტიციური შიმშილია. სხვათა შორის, ეს ტენდენცია ჯერ კიდევ ომამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. უკვე ზაფხულის პერიოდში სექტორში ინვესტიციები ლამის 5-ჯერ იყო შემცირებული. თუ როგორი იქნება მესამე და მეოთხე კვარტლის მონაცემები, ყველასთვის ისედაც ნათელია.

საბანკო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა. სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, წლეულს პირველ კვარტალში საბანკო სექტორში 60,569 მლნ აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, ხოლო მეორე კვარტალში - 13,137 მლნ აშშ დოლარის.

აღსანიშნავია, რომ ჯერერჯობით არაფერია ცნობილია მესამე კვარტლის მონაცემებზე. სავარაუდოდ, ყველაზე მეტი ჩავარდნა სწორედ ამ პერიოდში იქნება. გარდა ამისა, ვარდნა გაგრძელდება მეოთხე კვარტალშიც და საბოლოოდ, წლიური მაჩვენებელი საეჭვოა სახარბიელო მაჩვენებელზე დარჩეს.

ბანკებისაგან განსხვავებით აპრილ-ივნისში, პირველ კვარტალთან შედარებით, თითქმის არ შეცვლილა საწარმოთა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის შედეგად განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა. კერძოდ, იანვარ-მარტში ამ კუთხით 310,878 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციები განხორციელდა, ხოლო აპრილ-ივნისში - 309,862 მლნ აშშ დოლარისა.

აგვისტოში ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ფინანსური შუამავლობის აქტიურობის შეფერხებამ გავლენა იქონია პლასტიკური ბარათების ბაზრის განვითარების ტენდენციებზეც.

- “თუ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული და მიმოქცევაში არსებული საბანკო პლასტიკური ბარათების რაოდენობა საშუალოდ თვეში 5.7%-ით იზრდებოდა, აგვისტოში მათი რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით შემცირდა და მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრისთვის 3.1 მლნ ბარათი შეადგინა”, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მიმოქცევაში არსებული ბარათების 78.9 პროცენტს “ვიზა” ბარათი შეადგენს; მას მოსდევს “ევროკარდ-მასტერკარდი” 13.8 პროცენტით, ხოლო დანარჩენი 7.3 პროცენტი ადგილობრივი ბარათების წილად მოდის.

აგვისტოში შემცირდა პლასტიკური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობაც. რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული ბარათებით მიმდინარე წლის აგვისტოში 2.1 მლნ ოპერაცია განხორციელდა (ნაცვლად ივლისში განხორციელებული 2.8 მლნ ოპერაციისა), რომელთა საერთო მოცულობამ, წინა თვესთან შედარებით, 22.8 პროცენტით იკლო და 317.5 მლნ ლარი შეადგინა.

“საომარი თვის” განმავლობაში კომერციული ბანკების კუთვნილი ბანკომატებით და პოს-ტერმინალებით 720.9 ათასი ოპერაცია განხორციელდა (ნაცვლად ივლისში განხორციელებული 1000.4 ათასი ოპერაციისა). ოპერაციების საერთო მოცულობამ კი 161.9 მლნ ლარი შეადგინა (ნაცვლად 216.7 მლნ ლარისა).

ერთადერთი დადებითი გზავნილი რაც საბანკო სფეროდან ბოლო დროს გავრცელდა ისაა, რომ წლის დასაწყისთან მოყოლებული, ქვეყანაში ბანკომატების რიცხვი 41.1 პროცენტით გაიზარდა.

- “წლის დასაწყისთან შედარებით ბანკომატების რიცხვი 41.1 პროცენტით, ხოლო პოს-ტერმინალების რიცხვი 41.3 პროცენტით გაიზარდა”, - ადასტურებენ ერვონულ ბანკში. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, ბანკომატების რაოდენობამ 1219, ხოლო პოს-ტერმინალების რიცხვმა 7425 ერთეული შეადგინა.


კატეგორია: ეკონომიკა | დაამატა: net (2008-10-02)
ნანახია: 866 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz