[ეკა ბაქრაძე] თუკი რუსეთის პრეზიდენტის ბიზნესმენებს სოჭში ხვდება,
მისი ქართველი კოლეგა ანალოგიურ შეხვედრებს თბილისში მართავს. ორივე
ღონისძიების ერთი მიზანი აქვს - გადარჩეს ქვეყნების ეკონომიკა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ სააკაშვილი ადგილობრივი ბიზნესმენებით
კმაყოფილდება, პუტინი კი საერთაშორისო მასშტაბებს გადაწვდა. რუსეთის
ეკონომიკა გაცილებით მძიმე მდგომარებაშია და მხოლოდ ადგილობრივი ძალებით
მისი რეინიმაცია შეუძლებელია. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასტუმრო ”ქორთიარდ
მარიოტში” ბიზნესნესმენებს შეხვდა, საუბარი შეეხო ქვეყანაში ბოლო პერიოდში
განვითარებულ მოვლენებს და ეკონომიკაში შექმნილ ვითარებას. პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად ომისა, ეკონომიკური კატასტროფა
თავიდან არის აცილებული. ”ყველა ეკონომიკური დახმარება სტაბილიზაციას,
რეანიმაციასა და ეკონომიკის იმ წერტილიდან დაძვრას ემსახურება, რომელშიც
იმყოფება”, - განაცხადა სააკაშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის
750-მილიონიან დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე
მნიშვნელოვან ბანკთან საკრედიტო ხაზების გასახსნელად, რათა საბანკო
სექტორმა სრულფასოვანი ფუნქციონირება და პროგრამების ამოქმედება შეძლოს. სააკაშვილის აზრით, ”რუსეთ-საქართველოს ომმა საქართველოს
ეკონომიკა დააზარალა, რუსული ეკონომიკა კი კატასტროფის წინაშე დააყენა”.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ქართველ ბიზნესმენებთან გამართულ
შეხვედრაზე განაცხადა, ”რუსეთს ომის შედეგად წარმოუდგენელი რამ დაემართა
და როდესაც ის აცხადებს, რომ არაფერი მომხდარა, საქმე მართლა ძალიან ცუდად
აქვს”. - ”მართალია, ამ ომმა ჩვენი ეკონომიკაც მნიშვნელოვნადდააზარალა,
თუმცა რუსული ეკონომიკა რეალურად კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ჩვენ
ძალიან დიდი გამოცდა ჩავაბარეთ და წინ პატარ-პატარა ჩათვლები გველის. ახლა
ჩვენი მთავარი ამოცანაა,ქართული ეკონომიკა კიდევ უფრო განვითარდეს,
ამისათვის კი თავდაუზოგავი შრომაა საჭირო”, - განაცხადა სააკაშვილმადა
დასძინა, რომ ქართულმა ეკონომიკამ განვითარება მომავალი წლიდან კიდევ უფრო
მეტი ძალით უნდა განაგრძოს. მან მადლობა გადაუხადა იმ ბიზნესმენებს, რომლებმაც უკანასკნელი
პერიოდის განმავლობაში ახალი საქმე წამოიწყეს და ხელი შეუწყვეს
მოქალაქეების დასაქმებას. - ”უნდა ვეცადოთ, რომ შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი. მადლობას
ვუხდი იმ ბიზნესმენებს, ვინც ახალი საქმე წამოიწყო და მოქალაქეების
დასაქმებას ხელი შეუწყო”, - განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა აღიარა, რომ წლეულს ბიუჯეტში ორნიშნა ზრდა იყო
მოსალოდნელი, რაც, სავარაუდოდ, აღარ მოხდება, თუმცა აღსანიშნავია ის
ფაქტი, რომ ადგილი არ ექნება რეცესიას. სააკაშვილის არარელურ ოპტიმიზმს რატომღაც იზიარებენ სარეთაშორისო
ინსტიტუტებით. ამის დასტურია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზები.
თუმცა, სავალუტო ფონდი ყოველთვის ლოიალური იყო ამჟამინდელი მთავრობისადმი
და მისი პოზიცია გასაკვირი არც არის. სავალუტო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის
მიხედვით, მიუხედავად ყველაფრისა საქართველოში წლის ბოლოსთვის 8%-იანი
ინფლაცია იქნება. ფასთა მატება ასეთივე იქნება 2009 წელსაც. რის საფუძველზე
აკეთებს ფონდი ასეთ ოპტიმისტურ პროგნოზს, გაურკვეველია. ამჟამად
საქართველოს ეროვნული ბანკიც კი აღიარებს, რომ ქვეყანაში 12%-იანი
ინფლაციია. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე, სავალუტო
ფონდის მონაცემებით, წელს 2895 დოლარს მიაღწევს, ხოლო 2009 წელს - 3167
დოლარს. შედარებისთვის, 2006 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1800 დოლარი იყო,
ხოლო 2007 წელს - 2324 დოლარი. ქვეყნის ეკონომიკა, ოფიციალური მონაცემებით, 2006 წელს9,4%-ით
გაიზარდა, ხოლო 2007 წელს - 12,4%-ით. საქართველოსმთავრობა მშპ-ს ზრდას
რუსეთთან კონფლიქტამდე ასევე ორნიშნამაჩვენებელზე ვარაუდობდა. სავალუტო ფონდის უაზრო ოპტიმიზს კატეგორიულად არ ეთანხმებიან
ქართველი ექსპერტები. ”მიჭირს დაზუსტება, საერთაშორისო სავალუტო ფონდს რა
აძლევს ასეთი პროგნოზირების საფუძველს, ასეთი ვარაუდი მეტისმეტად
ოპტიმისტურია. ამჯერად ჩვენ გვაქვს ორნიშნა ინფლაცია და რამდენად მოხერხდება
მისი 8% ნიშნულზე დაყვანა, პასუხის გაცემა ძნელია. რა თქმა უნდა,
სინამდვილეში ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით მეტი იქნება”, - აცხადებს
ექსპერტი სოსო არჩვაძე.
|