პარასკევი, 2024-11-22, 2:57 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » პოლიტიკა

ლავროვი უსაფრთხოების საკითხებში ევროსამიტის ჩატარების ინიციატივით გამოდის

[BBC]
შაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წინდადებით გამოვიდა, ჩატარდეს პან-ევროპულ სამიტი ”ევროპაში სანდო კოლექტიური” უსაფრთხოების სისტემის შექმნის” განხილვის მიზნით. ლავროვმა თქვა, რომ საქართველოს კონფლიქტის დროს ევროპული უსაფრთხოების არსებულმა სისტემამ სიმტკიცის გამოცდა ვერ ჩააბარა. და გაეროს გენერალურ ასამბლეას განუცხადა, რომ ”პან-ევროპულმა სამიტმა თავისი უსაფრთხოების პრობლემებს” გონივრული თვალით უნდა შეხედოს.

ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ლავროვმა განაცხადა, რომ ცხინვალის დაბომბვით საქართველომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე ყოველგვარი უფლება დაკარგა.

- ”სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება ერთადერთ შესაძლებელ გზად იქცა, რომ უზრუნველგვეყო არა მხოლოდ მათი უსაფრთხოება, არამედ ამ ხალხების გადარჩენა, თუკი გავითვალისწინებთ საქართველოს ხელისუფლების შოვინისტური დამოკიდებულების გამოცდილებას ჯერ კიდევ პრეზიდენტ გამსახურდიას დროიდან მოყოლებული, რომელმაც 1991 წელს ლოზუნგის - ”საქართველო ქართველებისთვის” - ქვეშ მოითხოვა ოსების დეპორტირება რუსეთში, გააუქმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ავტონომიები და შემდეგ წამოიწყო ომი მათ წინაააღმდეგ. მაშინ მრავალი უდანაშაულო ადამიანის სისხლის ფასად მოხერხდა მისი შეჩერება, შეიქმნა სამშვიდობო მექამიზმები, რომელიც ასევე მოიწონა გაერომ და ეუთომ,” - განაცხადა ლავროვმა.

- ”თუმცა, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება თანმიმდევრულად ატარებდა ამ მექანიზმების დარღვევის კურსს მუდმივი პროვოკაციების გზით და საბოლოოდ ჩაძირა სამშვიდობო პროცესი, როცა ახალი სისხლისმღვრელი ომი დაიწყო 8 აგვისტოს ღამით,” - ხაზი გაუსვა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ლავროვმა რუსეთის სახელით მოუწოდა გაეროს, მიიღოს ზომები მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ომის პროპაგანდისთვის გამოყენების წინააღმდეგ. ”თუ ჩვენ გვსურს, რომ სიმართლე კვლავ არ იქცეს ომის პირველ მსხვერპლად, აუციელებლია შესაბამისი დასკვნების გაკეთება, მათ შორის, 1970 წლის დეკლარაციის შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებითაც, რომლის მიხედვითაც ”საელმწიფოები ვალდებულნი არიან თავი შეიკავონ აგრესიული ომის პროპაგანდისგან,” - განაცხადა
კატეგორია: პოლიტიკა | დაამატა: net (2008-10-02)
ნანახია: 706 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz