პარასკევი, 2024-11-22, 2:06 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » პოლიტიკა

კრემლი ჩრდილოეთ კავკასიის მედიამ ამხილა
[ნათია ნოდია]
რუსეთის ფედერაცია კავკასიის რეგიონზე კონტროლის გასამტკიცებლად ახალ გეგმას ადგენს და თითოეული რეგიონისთვის ინდივიდუალურ ”რეცეპტს” ამუშავებს. თავად კავკასიის, როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ ნაწილში, ანტი-რუსული განწყობა დღითი დღე იკვეთება.

ინგუშეთში დამოუკიდებელი საიტი ingushetiya.ru-სთან ერთად, ჩრდილოეთ კავკასიაში სხვა ადგილობრივი საზოგადოებრივი აზრის გამომხატველი დამოუკიდებელი მედია-საშუალებები ფუნქციონირებს და დროგამოშვებით, ანტი-რუსული მასალები იბეჭდება.

ამჯერად, ”კავკაზ.com”-ი აქვეყნებს მასალას, სადაც რუსეთის გეგმებზე ამახვილებს ყურადღებას სტატიაში ”რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახალ პროვოკაციებს გეგმავს”.

კრემლის გეგმები დროთა განმავლობაში ადვილად გამოსაცნობი ხდება, როგორც იგივე ”კავკაზ.com”-ს სარწმუნო წყარომ აცნობა, 15-დან 20 ოქტომბრამდე ფსბ-ს ქსელი საქართველოსთვის ახალ სტრატეგიას შეიმუავებს, ფსბ-ს ბანდის კურატორობის მეშვეობით, აფხაზეთის და ოსეთის მარიონეტული ხელისუფლება ოფიციალურ თბილისს ახალ ტერიტორიულ პრეტენზიებს წაუყენებს:

- ”რუსეთის ფსბ-ს გეგმით, სეპარატისტული აფხაზეთი წალენჯიხა- ჩხოროწყუს რეგიონის გადაცემას მოითხოვს, ხოლო სამხრეთ ოსეთი ბაკურიანი-ბორჯომს”.

”აბსურდული მოთხოვნები გათვლილია, ევრო საბჭოს დასანახად, იმ მოტივით, თითქოსდა, რუსეთის ფედერაციის გარეშე, ე.წ. კონფლიქტურ რეგიონებში მშვიდობის გარანტირება წარმოუდგენელია”.

”პარალელურ რეჟიმში, რუსეთის სპეცსამსახურებისვე ხელმძღვანელობით შეიქმნება ტერორისტული ბანდები, რომელთა უშუალო დანიშნულება საქართველოს ტერიტორიაზე დივერსიების მოწყობაა”.

”მოვლენების ასეთი სცენარი, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონისთვის უცხო გეგმა არ არის, როგორც ჩანს, კრემლის მომდევნო სამიზნე საქართველო გახდება”. - აცხადებს ”კავკაზ.com”-ი.

კატეგორია: პოლიტიკა | დაამატა: net (2008-10-02)
ნანახია: 734 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz