პარასკევი, 2024-11-22, 2:33 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » პოლიტიკა

ახალი ანტირუსული და პროამერიკული ვარშავის პაქტი

[გიულა ჰეგი The Guardian]
კომუნისტური პოლონეთი ვარშავის პაქტის ყველაზე ძლიერი წევრი იყო საბჭოთა კავშირის შემდეგ. თვით სახელწოდება ორგანიზაციის, რომელიც აღმოსავლეთ ევროპას 1955-1991 წლებში აერთიანებდა, ხაზვს უსვამდა იმ უმნიშვნელოვანეს როლს, რომელსაც პოლონეთი თამაშობდა. პოლონელების უმრავლესობას არ მოსწონდა რუსების მართვა, მაგრამ მათი ისინი მაინც თვლიდნენ, რომ საბჭოთა კავშირი, ბოლოსდაბოლოს, შეძლებდა მათი ახლადათვისებული ტერიტორიების დაცვას გერმანელებისგან.

ახლა სხვა ტიპის ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია ყალიბდება, რომელიც მკვეთრად ანტირუსული და პროამერიკული მიმართულებისაა. პოლონეთი და ბალიისპირეთის სამი რესპუბლიკა - ესტონეთი, ლიტვა და ლატვია თავიანთი პოლიტიკის კოორდინირებას ახდენენ სტატუსთან დაკავშირებით, როგორც აშშ-ს სუპერმოკავშირეები. ისინი ეჭვის თვალით უყურებენ რუსეთთან ურთიერთობებს და ევროპის საგარეო პოლიტიკის ”სირბილეს” შეფარული უკმაყოფილებით გამოხატავენ.

აგვისტოში ბალტიის ლიდერების თბილისში ვიზიტი მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის გამოსახატად - ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. ეს ქვეყნები ყველაზე აქტიურად გამოდიან ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად. ამავე დროს ეწინააღმდეგებიან რუსეთიდან გერმანიაში გამავალი მილსადენის მშენებლობას. ისინი ღიად აჩვენებდნენ თავიანთ სიმპათიებს ჩეჩენი მებრძოლების მიმართაც.

თავიანთ საშინაო პოლიტიკაშიც ეს ქვეყნები ძალიან განსხვავდებიან დასავლეთ ევროპის მემარცხენე-ლიბელარული ერთსულოვნებისგან. ჰომოფობიის პოლიტიკა, შერეული გრძნობები ებრაელების მიმართ, ძლიერი ოპოზიცია მემარცხენეების წინააღმდეგ და ეთნიკური უმცირესობებისთვის ჩამორთმეული უფლებები - ეს ჩვეულებრივი ამბავია. ერთადერთი განსხვავება მათ შორის - მეორე მსოფლიო ომისადმი დამოკიდებულებაა. პოლონეთი ნაცისტური გერმანიის მსხვერპლი იყო, ხოლო ბალტიისპირელი მემარჯვენეები მეტ-ნაკლებად ღიად აცხადებენ, რომ გერმანული ოკუპაცია არაფრით იყო საბჭოთა მმართველობაზე უარესი ომამდე და ომის შემდგომ.

ამ ქვეყნების მმართველ კონსერვატიულ პარტიებს სჯერათ იმის, რომ ევროკავშირი სისუსტეს ავლენს რუსეთის წინაშე და საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში მხოლოდ ამერიკელების ნდობა აქვთ.

პოლონეთი უკვე დიდი ხანია ოცნებობს რეგიონალური მოთამაშე გახდეს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, თუმცა ევროკავშირმა ეს ამბიციები ჩაძირა. ახლა შეერთებული შტატები პოლონეთს თავისი მოკავშირეობით, შეიძლება ითქვას, რომ მსგავს სტატუსს სთავაზობს; ხოლო ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ჩამოყალიბება, რომელიც ფაქტიურად მოსკოვისკენ არის მიმართული, სწორედ ამ მიზნის წარმატებით დაგვირგვინებას ასახავს. ახალი პაქტის ყველაზე მთავარი მახასიათებელი არის სუპერლოიალობა აშშ-სთან მიმართებაში, კერძოდ, უსაფრთხოების საკითხებში.

ეს ქვეყნები ევროკავშირს ეკონომიკურ კლუბად მიიჩნევენ, რომელიც სოფლის მეურნეობასა და ინფრასტრუქტურაში სუბსიდირების წყარო უფროა ვიდრე მათი უსაფრთხოების გარანტი. მათი აზრით, ევროკავშირის ძველი ქვეყნების საერთო ბუნებისდაცვითი და სოციალური პროგრამები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მსხვილი ტრანსატლანტიკური კავშირები.

სანამ განვსჯიდეთ ახალ არაფორმალურ ალიანსს, კარგი იქნებოდა გაგვეგო მისი შექმნის მიზეზები. 1939 წელს ხელმოწერილმა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა ნაცისტურ გერმანიასა და რუსეთს შორის პოლონელი და ბალტიისპირელი ხალხების ისტორიულ მეხსიერებაში ძლიერი კვალი დატოვა. თუ გერმანელები და რუსები რაიმეზე შეთანხმებას იწყებენ, მათში ავტომატრად იღვიძებს ეჭვი და მისწრაფება მოძებნონ ძლიერი მოკავშირე. მეორე მსოფლიო ომის წინ ასეთი მოკავშირეები იყვნენ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, ახლა ეს ამერიკის შეერთებული შტატებია. ხოლო საქართველოში ომი და სარაკეტო სისტემები პოლონეთის ტერიტორიაზე კიდევ უფრო აძლიერებს ამ ტენდენციას.

რასაკვირველია, არსებობს პოლიტიკური აუცილებლობა ამ ახალი ალიანსის გაფართოების. მასში გაწევრიანების რეალური კანდიდატი ჩეხეთია, რამდენადაც მან მზადყოფნა გამოხატა ამერიკული ანტისარაკეტო რადარების თავის ტერიტორიაზე განთავსებაზე. მით უმეტეს, რომ ჩეხებს ასეთი ძლიერი ანტირუსული განწყობები არ აქვთ და საზოგადოებაც საკმაოდ ლიბერალურია პოლონელი კონსერვატორების აზრით. სლოვაკეთი ტრადიციულად პრორუსულადაა განწყობილი: მისმა პრემიერმა რობერტ ფიცომ კოსოვოს აღიარებაზე უარი განაცხადა.

სრულიად ლოგიკური იქნება, თუ ვიწინასწარმეტყველებთ, რომ მორიგი კანდიდატი უნგრეთი იქნება. ყოფილი პრემიერ-მინისტრი და წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვიქტორ ორბანი დღესვე მზად არის პოლონურ-ბალტიურ ალიანსში გასაწევრიანებლად.

თუმცა, ის ჯერ-ჯერობით ოპოზიციაშია. ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ფერენც დიურჩანი კი ცდილობს რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას, რომელიც არა მხოლოდ ნავთობის და გაზის მთავარი მომწოდებელია, არამედ ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარიც. უნგრელი სოციალისტების მიზანია თავიანთი ლოიალობა დააბალანსონ აშშ-სთან უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში. ასევე პირდაპირი ურთიერთობები რუსეთთან და ევროპასთან ერთობლივი საგარეო პოლიტიკის გატარებისას. მაგრამ რამდენადაც ასეთი პოლიტიკა დღესდღეობით არ არსებობს, ამ პატარა ქვეყანას უჭირს ცდუნების გაძლება და ახალ პროამერიკულ და ანტირუსულ ალიანსში შესვლისგან თავის შეკავება.

უნგერთისა და ასევე მთელი ევროპისათვის აუცილებელია ერთიანი პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება სტრატეგიულ სამხედრო კავშირზე აშშ-სთან და კონსტრუქტიულ თანამშრომლობაზე რუსეთთან. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ევროპელებმა საკუთარი თავის უნდა ირწმუნონ: რუსეთისა და აშშ-ს გარეშეც ისინი არ დაადგებიან გადაშენების გზას.


კატეგორია: პოლიტიკა | დაამატა: net (2008-10-02)
ნანახია: 799 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz