[ჯოშ კუცერა EURASIANET] პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს
ამერიკის მხარდაჭერა შეინარჩუნოს და პირობას დებს, რომ მეორე ”ვარდების
რევოლუციას” მოახდენს, რომელიც კავკასიის ქვეყნების დემოკრატიზაციისაკენ
სვლას დააჩქარებს. სანამ ბუშის ადმინისტრაცია საქართველოს
ხელისუფლებისადმი ძლიერ მხარდაჭერას აგრძელებს, აშშ-ს კონგრესის ზოგიერთმა
გავლენიანი წევრმა კითხვების დასმა დაიწყო ვაშინგტონის პოლიტიკის შესახებ,
საქართველოსთან მიმართებაში. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ნიუ იორკში სააკაშვილი
შეეცადა კიდევ ერთხელ მიეპყრო საერთაშორისო ყურადღება საქართველოში
ამჟამად მყოფ რუსულ საჯარისო ფორმირებებზე. სააკაშვილმა შეიძლება ითქვას,
რომ დასავლეთს უსიტყვოდ შესთავაზა გარიგება, რომ მისი ადმინისტრაცია იღებს
ვალდებულებას გააღრმავოს პოლიტიკური და ეკონომიკური პლურალიზმი, თუკი
სანაცვლოდ საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას -
დაიცვას მის მიერვე ხელმოწერილი შეთანხმება საქართველოს ტერიტორიიდან
ჯარების გაყვანის ჩათვლით. აშშ-ში ფინანსურმა კრიზისმა შესაძლოა გავლენა იქონიოს
საქართველოზე, რამდენადაც ის შეზღუდავს ვაშინგთონის შესაძლებლობებს
დახმარება გაუწიოს ომის შედეგად დაზარებულ ქვეყანას. თუნდაც ფინანსური
დახმარება გამოიძებნოს, საქართველოს საკითხთან გაკავშირებით ძლიერი
უთანხმოება ჩამოყალიბდა აშშ კონგრესსა და ბუშის ადმინისტრაციას შორის. კონგრესის რამდენიმე გავლენიანი წევრი ეწინააღმდეგება აშშ-ს ასე
მკვეთრად გამოხატულ მხარდაჭერას საქართველოსადმი, მათ შორის 1$ მილიარდიან
ფინანსურ დახმარებასაც. ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში კრიტიკა წამოვიდა ორივე პარტიისგან და პოლიტიკოსების ფართო მასა მოიცვა.
დანა როჰრბეიქერი, რესპუბლიკელი კალიფორნიიდან, აცხადებს, რომ
აშშ-მ დაკარგა ნდობა, როცა მან კოსოვოს დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი და
შემდეგ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების ურღვევობას ამტკიცებდა
საქართველოსთან მიმართებაში. ”რუსეთი მართალი იყო, ჩვენ მაშინ შევცდით,”-
განაცხადა მან 9 სექტემბერს კონგრესში საგარეო საქმეთა კომიტეტის
მოსმენაზე. ეს იყო აშშ-ს პოლიტიკაში ფართო უკმაყოფილების ინდიკატორი
რუსეთისადმი დამოკიდებულების მიმართ. როჰრბეიქერის მსგავსად, ლიბერალმა
რონ პოლმაც განაცხადა: ”ჩვენ საქართველოსთან არ ვართ დემოკრატიის გამო,
ჩვენ იქ ვართ ნავთობსადენის გამო და ეს ტრაგედიაა”. რამდენიმე გამომსვლელმა ასევე გააკრიტიკა ბუშის ადმინისტრაცია
საქართველოში მაღალი ოფიციალური პირების გაგზავნის გამო, მათ შორის
იგულისხმებოდა დიკ ჩეინი, მაშინ როცა, ძალიან ცოტა გაკეთდა რუსეთთან
დიპლომატიური ურთიერთობების დასარეგულირებლად. ”ადმინისტრაციის პოლიტიკა
რუსეთთან მიმართებაში როგორც ჩანს ასეთია: ხმამაღალი ყეფა და საქმით
არაფრის კეთება”,- განაცხადა დემოკრატმა ჰოვარდ ბერმანმა, რომელიც ამავე
დროს კონგრესის საგარეო ურთიერთოებების კომიტეტის თავმჯდომარეა. კონგრესში კრიტიკა ისმის, თუმცა თბილისს იქ კიდევ ჰყავს ბევრი
მტკიცე დამცველი. და მაინც, ბუშის ადმინისტრაციის პრო-ქართული მიდგომის
გამო წინააღმდეგობა საკმაოდ მტკიცეა, რამაც შეიძლება საფრთხეში ჩააგდოს
პატარა ქვეყნისთვის დახმარების გაწევის საკითხი. სახელმწიფო დეპარატმენტის წარმომადგენლებმა დენილე ფრიდმა და
მეთიუ ბრაიზამ ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი 1$ მილიარდიანი დახმარების
პაკეტის აუცილებლობაზე ისაუბრეს. მათი აზრით, პირდაპირი ინვესტირება დიდი
სტიმული იქნება ქართული ეკონომიკისა და საბანკო სექტორისათვის. თუმცა იმავე ფრიდის მტკიცებით, ვაშინგთონმა არაერთხელ უთხრა
საქართველოს ”ხმამაღლა და მკაფიოდ”, რომ არ დასხმოდა თავს სამხრეთ ოსეთს.
ამის შემდეგ კალიფორნიიდან დემოკრატების წარმომადგენელმა ბრედ შემანმა
იკითხა: და მაშინ საქართველომ რატომ უნდა მიიღოს სოლიდური ფულადი
დახმარება აშშ-სგან იმ ზარალის აღმოსაფხვრელად, რომელიც მკაფიო
გაფრთხილების იგნორირების გამო დაატყდა თავს?”
|