ორშაბათი, 2024-05-20, 11:38 AM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » ხელოვნება

Sex Pistols-ის ვოკალისტს რასიზმში ადანაშაულებენ

პანკ-როკ ჯგუფის Sex Pistols-ის ვოკალისტს ჯონი როტენს (ნამდვილი სახელია ჯონი ლაიდონი) და მის დაცვას რასიზმში ადანაშაულებენ. როტენი და მისი დაცვა ჯგუფ Bloc Party-ს ვოკალისტის კალე ოკერეკეს მისამართით გაკეთებულ რასისტულ გამონათქვამებში და მის ცემაში არიან ბრალდებულები. მოწმე უამრავი იყო, რადგან ყველაფერი ბარსელონაში ფესტივალ Summercase-ზე მოხდა.

ოკერეკეს სიტყვებით, ის და სხვა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელი, ფესტივალის კულისებს მიღმა როტენთან ერთად მშვიდ ვითარებაში საუბრობდა, მაგრამ როდესაც Bloc Party-ს ლიდერი დამსახურებულ პანკს შეეკითხა - აპირებს თუ არა ის მისი პროექტის Public Image Ltd-ს გადახალისებას, როტენს აგრესიულობის შეტევა დაეწყო.

საბოლოოდ კალე ოკერეკემ, ლივერპულის მცხოვრებმა, რომლის წინაპართა ფესვებიც ნიგერიაშია გადგმული, მისი მისამართით რამდენიმე რასისტული ”მიმართვა” გაიგონა. ყოველივე ამის შემდეგ როტენმა მასზე გაიწია და ოკერეკეს მისი დაცვის სამი წევრიც მიცვივდა.

შედეგად კალე მიწაზე დააგდეს და ტუჩი გაუხეთქეს. ამის მოწმე სულ მცირე 50 ადამიანი გახდა. ზოგი მუსიკოსი ცდილობდა გაშმაგებული პანკის შეჩერებას მაგრამ ამაოდ.

როგორც როტენი აცხადებს, ოკერეკემ თავად მოახდინა ჩხუბის პროვოცირება და როტენის რასიზმში დადანაშაულება ნიგერიელს ალბათ თავისი ჯგუფის რეკლამისთვის თუ დასჭირდა და სხვა არაფერი.


კატეგორია: ხელოვნება | დაამატა: net (2008-10-03)
ნანახია: 755 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz