ორშაბათი, 2024-05-20, 1:17 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » სპორტი

ხანჯალიაშვილმა მსოფლიოს სუპერთასი მოიგო

[”მსოფლიო სპორტი”]
ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში გამართულ მსოფლიოს სეუპერთასზე ძიუდოში ხუთკაციანმა ქართულმა დელეგაციამ თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური მე-3 ადგილის დაკავება შეძლო. ჩვენებურთაგან უმაღლეს საფეხურს მძიმეწონოსანმა ზვიად ხანჯალიაშვილმა უწია, რომელსაც ჩემპიონობისთვის სულ 3 შეხვედრის მოგება დასჭირდა.

ხანჯალიაშვილმა ჰოლანდიელ ვან ემდენსა და რუს ვოლკოვს იპონით მოუგო, ფინალში კი ჰოლანდიელ ვუისტერსს იუკოთ აჯობა.

მძიმე წონაშივე ადამ ოქრუაშვილმა ჰოლანდიელ ვერბიისთან იპონით წააგო, ხოლო რეპეშაჟში ასევე წმინდად პოლონელ ეიტელთან დამარცხდა.

81 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ლევან წიკლაურს. ქართველმა ძიუდოისტმა ჰოლანდიელ ნიეკოპს, ლუქსემბურგელ ლეიდერსა და ფინელ ვირტას იპონით სძლია, ფინალში კი ჰოლანდიელ ტეკინთან ასევე სუფთად წააგო და ვერცხლს დასჯერდა.

ბრინჯაოს მედალი ერგო გრიგოლ შინჯიკაშვილს, რომელიც საქართველოს ღირსებას 90 კგ-ში იცავდა.

შინჯიკაშვილმა პირველი შერკინება რუს მაჰმადოვთან იპონით წააგო, რეპეშაჟში კი ზედიზედ 3 ბრძოლა მოიგო და მე-3 ადგილს დასჯერდა.

გრიგოლმა ჰოლანდიელებს ვან დენ ბერგსა და ბოლებოომს და იტალიელ ფაჩენტეს სუფთად მოუგო, რასაც ჯამში 2 წუთი და 55 წამი დაახარჯა.

უმედლოდ დარჩა ლევან რაზმაძე (100 კგ.), რომელმაც ნახევარფინალამდე იტალიელ მასკეტისა და ჰოლანდიელ მეეუვსენს იპონით აჯობა, შემდეგ კი რუს მიხაილინთან ასევე წმინდად დამარცხდა.

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში რაზმაძემ კანადელ ედვარდს 2 იუკო აართვა, თუმცა, თავად ვაზარი დათმო და კვარცხლბეკზე ასვლა ვერ მოახერხა.

გუნდურ პირველობაში გამარჯვება ჰოლანდიის ნაკრებს (1 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) ერგო, მეორეზე რუსეთი (1 ოქრო, 1 ვერცხლი, 5 ბრინჯაო) გავიდა, მესამეზე კი – საქართველო (1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).


კატეგორია: სპორტი | დაამატა: net (2008-10-03)
ნანახია: 882 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz