ორშაბათი, 2024-05-20, 2:15 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » სპორტი

უეფას თასს სახელი და ფორმატი შეეცვალა

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა, 2009-2010 წლების სეზონიდან უეფას თასის გათამაშების დასახელებისა და ფორმატის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა.

როგორც უეფას ოფიციალური საიტი იტყობინება, ტურნირს უეფას ევროპის ლიგა დაერქმევა და მას ახალი ლოგო ექნება. უეფას ევროპის ლიგაში მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს, რომლებიც პირველ, ჯგუფურ ეტაპზე 12 ოთხგუნდა ჯგუფად განაწილდებიან.

ჯგუფებში გუნდები ერთმანეთს არა თითოჯერ, როგორც ახლაა, არამედ ორჯერ შეხვდებიან: შინ და სტუმრად.

ჯგუფებში პირველ ორ ადგილზე გასული 24 გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შედეგად გამოვლენილ 8 მესამეადგილოსან გუნდთან ერთად პლეი ოფის სტადიაში ჩაერთვება.

ახალი ფორმატის მიხედვით, ეროვნულ თასის ფინალში დამარცხებული გუნდები ტურნირში მონაწილეობის მიღებას ვეღარ შეძლებენ.

- “დარწმუნებული ვარ, ახალი ფორმატი ამ ისტორიული, უეფასა და ევროპული ფეხბურთისათვის ძალზე მნიშვნელოვანი, შეჯიბრების განვითარებას ხელს შეუწყობს” – აღნიშნა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ.

უეფას თასის ფორმატის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება უეფამ 2007 წლის დეკემბერში მიიღო.


კატეგორია: სპორტი | დაამატა: net (2008-10-03)
ნანახია: 750 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz