ორშაბათი, 2024-05-20, 11:21 AM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » სპორტი

საქართველომ რუსეთი ნოლზე და ფინალს მიღმა დატოვა

[”მსოფლიო სპორტი”]
პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, საქართველოს 19-წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის გუნდი 37:0 გაანადგურა და ტურნირის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

დავით ჩავლეიშვილის შეგირდებმა მტრად ქცეულ მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და პირველ წუთებზევე დაწყებული რბევა მხოლოდ მსაჯის საფინალო სასტვენთან ერთად დაასრულეს.

შეხვედრის მთავარი მოქმედი პირები ვახტანგ კავთიძე, გოდერძი ჯოგლიძე და დავით ბარბაქაძე გახდნენ. “უნივერსიტეტის” წევრმა კავთიძემ 3 ლელოს გატანა შეძლო, 2-ჯერ კი თავი “ყოჩების” მოთამაშე ბარბაქაძემ გამოიჩინა.

“ლელოს” ლიდერმა ჯოგლიძემ 3 გარდასახვისა და 2 საჯარიმოს ყალობით 12 ქულა მიითვალა, რასაც რუსებმა ვერაფრით უპასუხეს და სამარცხვინო მარცხი განიცადეს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალი 27 სექტემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, საქართველოს ნაკრების პირისპირ კი რუმინეთის 19-წლამდელთა ნაკრები დადგება.

კარპატელებმა პორტუგალიასთან მატჩი ფრედ (20:20) დაასრულეს და მხოლოდ მეტი გატანილი ლელოს წყალობით იმარჯვეს.

ცნობისთვის, 19-წლამდე მორაგბეთა ევროპის პირველობა, ამავდროულად, 20-წლამდე მორაგბეთა 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ალაფის შესარჩევი ეტაპიცა. იმისათვის, რომ საქართველომ იქ თამაშის უფლება გაინაღდოს, პოლონეთში ევროპის ჩემპიონის ტიტული უნდა მოიპოვოს.

რამდენიმე თვის წინ, საქმე ისე მიდიოდა, რომ IRB-ს 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ალაფის მასპინძლობის უფლება, საქართველოსთვის უნდა მიენიჭებინა, მაგრამ რუსთა მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაციამ, მსოფლიო რაგბის მმართველ ორგანიზაციას გეგმები აურია.

მსოფლიო ჩემპიონატის ალაფამდე, ჯერ კიდევ დიდი დრო რჩება, თუმცა, ცნობილია, რომ იქ 8 გუნდი ითამაშებს. ერთი ნამდვილად აშშ იქნება, რომელიც გასული მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, ბოლო ადგილზე გავიდა და ახლა, ისევ ზევით აღსაზევებლად, ალაფაზეღა იბურთავებს. ერთი ადგილი მასპინძელ გუნდს უჭირავს, ეს კი აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყანა, კენია გახლავთ.

დანარჩენი 6 ვაკანტური ადგილი, რეგიონალური პრინციპით გამართულ შეჯიბრებში გამარჯვებულ გუნდებს ერგებათ. ამ 6 ადგილიდან 3 უკვე შევსებულია. მსოფლიო ალაფაზე თამაშის უფლება მოიპოვეს ნამიბიამ (აფრიკა), კაიმანის კუნძულებმა (ჩრდილოეთ ამერიკა) და პაპუა ახალი გვინეამ (ოკეანეთი).

პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ალაფის კიდევ ერთ მონაწილეს გამოავლენს, დარჩენილ ორ ადგილს კი აზიისა და სამხრეთ ამერიკის რეგიონალური პირველობების გამარჯვებული გუნდები დაიკავებენ. ნოემბრის დამდეგს, აზიის პირველობას კორეა უმასპინძლებს, სამხრეთ ამერიკისას კი – ჩილე.


კატეგორია: სპორტი | დაამატა: net (2008-10-03)
ნანახია: 855 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz