ორშაბათი, 2024-05-20, 12:33 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » ეკონომიკა

ყაზახი ინვესტორები საქართველოდან გარბიან
საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტი”]
ყაზახეთი ფოთის პორტში მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობის გეგმაზე უარს აცხადებს, - გვაუწყა სააგენტო ”რია ნოვოსტიმ” ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრზე, აკილბეკ კურიშბაევზე დაყრდნობით.

- ”ფოთზე უარი ვთქვით, მომზადებულია წერილი მთავრობის სახელზე, რომ ამ ფულის რეალიზებას ჩვენ იქ ვერ მოვახდენთ და ამაზე უნდა გავჩერდეთ”, - განაცხადა მინისტრმა პარლამენტში სამთავრობო საათის მსვლელობის დროს.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება, ამჟამად საერთაშორისო პრობლემებსა და საქართველოში არსებულ ვითარებას უკავშირდება.

ეს პირველი ღია გამოსვლაა, რომელიც საქართველოს მიმართ რაიმე სახის ეკონომიკურ შეზღუდვას უკავშირდება. რუსეთმა უკვე აამუშავა თავისი ეკონომიკური მექანიზმები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა სახის საქმიანობას აწარმოებენ. პირველი მის მარწუხებში ყაზახეთი მოჰყვა, ეს ის ქვეყანაა, რომელმაც, ასევე, უარი თქვა ბათუმში ნავთობტერმინალის მშენებლობაზე, რაც მათ იქ შესაბამისი ტერიტორიის არარასებობით ახსნეს. არადა, ჯერ კიდევ გასულ წელს, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ამ ორი პროექტის სიკეთეებზე ბევრს საუბრობდა.

ისე, ყაზახეთი არცთუ დიდი ხნის წინ აცხადებდა, რომ რუსული ინტერვენციის გამო საქართველოში ჩადებულ ინვესტიციას საფრთხე არ ემუქრება.

აგვისტოში, კონფლიქტის პიკის დროს, ყაზახეთი ნავთობის გადაზიდვას დროებით საქართველოს სხვა პორტიდან, ბათუმიდან ეწეოდა, რომელიც ყაზახური სახელმწიფო ნავთობკომპანიის - ”ყაზმუნაიგაზის” მიერ იმართება. გადაზიდვები სექტემბრის დასაწყისში შეწყდა.

ფოთის პორტის სატრანზიტო ფუნქციითა და ერთ-ერთი ნავმისადგომის მომიჯნავე, სოლიდური სიმძლავრის წისქვილქარხნით ყაზახეთის მხარე დაახლოებით ხუთი წლის წინ დაინტერესდა. სამთავრობო დონეზე გამართული ორმხრივ მოლაპარაკებების შედეგად, ჯერ კიდევ მაშინ, ნავმისადგომის რეკონსტრუქცია და გემებიდან პირდაპირ წისქვილქარხნის ელევატორში ხორბლის გადატუმბვის პროექტის განხორციელებაც დაიგეგმა. თუმცა, საქმე აკვატორიაში რამდენიმე ხიმინჯის ჩასმას არ გასცილებია.

ყაზახური კომპანია ს/ს ”პროდკორპორაციას” ფოთში მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობა 2008 წელს უნდა დაეწყო. ამ პროექტის განხორციელებით, როგორც გასულ წელს ფოთში ჩამოსული ”პროდკორპორაცის” პრეზიდენტი, რუსლან აზიმოვი აცხადებდა, ყაზახეთი რუსული პორტების გვერდის ავლით, საქართველოსა და აზერბაიჯანის მეშვეობით, თავისი მარცვლეულის სპარსეთის ყურის ქვეყნების ბაზარზე გატანას შეძლებდა.

ტერმინალის გამტარუნარიანობა 600 ათასი ტონა უნდა ყოფილიყო და მისი მშენებლობისთვის პირველადი გაანგარიშებით, 6 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯებოდა, მეორე ეტაპი, წისქვილკომბინატის დირექტორის, ზურაბ ცომაიას თქმით, კიდევ 6 მილიონის დაბანდებას ითვალისწინებდა, ანუ საერთო ჯამში, ინვესტიცია 12 მილიონ დოლარს მოიცავდა.

ყაზახური ”პროდკორპორაცია” 100%-იანი სახელმწიფო წილით შექმნილი სააქციო საზოგადოებაა, აკონტროლებს ყაზახური ხორბლის 70%-ს. ისევე, როგორც იმპორტ-ექსპორტს. პროექტი მომგებიანია თავად ყაზახური მხარისათვის უნდა ყოფილიყო, რადგან ისინი დღეისათვის ხორბალს ყიდიან რუსეთისა და უკრაინის პორტების გავლით, საიდანაც რუსეთსა და უკრაინას მისი ხორბლისა და ნავთობის გატანა უფრო ხელეწიფება, ვიდრე - სხვა ქვეყნის.

მოსავლიანობის წლებში კი, რუსეთიდან და უკრაინიდან მარცვლეულის ზრდის პირობებში, საზღვაო ტერმინალები გადატვირთულია. მიწოდების ვადების გაჭიანურებისა და წარმოქმნილი ხშირი პრობლემების გამო, ყაზახები ექსპორტის ალტერნატიულ გზებს საქართველოში ეძებდნენ. აზერბაიჯანი და საქართველო კი მზად იყო ყაზახური ხორბლის იმპორტისთვის. თავის მხრივ, ბაქოსა და ფოთში ტერმინალების მშენებლობა შესაძლებელს გახდიდა აზერბაიჯანსა და ჩვენს ქვეყანაში მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტის მოცულობის ზრდას.

პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ქართული მხარის წილი შემოსავლის 50% უნდა ყოფილიყო, რაც ფოთის წისქვილქარხნის განვითარებაზე დადებითად იმოქმედებდა. წისქვილი, გადაიარაღების შემთხვევაში, დღეში 300 ტონა ხორბალს გადაამუშავებს. ქარხანას ესაზღვრება ნავმისადგომი, რომლის გადმოცემის თაობაზე მთავრობასთან შეთანხმებაც არსებობს.

- ”ის, რომ ყაზახები საქრთველოში ინვესტიცების ჩადებას ერიდებიან, აგვისტოსში გავითარებული მოვლენების შედეგია,” - განაცხადა ”ფაქტთან” საუბრისას ეკონომიკის ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა. მისივე თქმით, როცა ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობაა, გრძელვადიანი პროექტებზე ბუნებრივია ინვესტორები თავს იკავებენ.

- ”ეს ერთგვარი აფიორა იყო ყაზახების მხრიდან ქართულ ბაზარზე შემოსასვლელად,” - მიაჩნია ქართველ ექსპერტს.

გაგრძელდება თუ არა საქართველოდან ყაზახური ინვესტიციის გადინება, ამას დრო გვიჩვენებს, ამის ნათელი ორი მაგალითი უკვე სახეზეა. არადა, ისინი ჩვენს ქვეყანაში ბრიტანეთისა და აშშ-ს შემდეგ, ერთ-ერთ მსხვილ ინვესტორებად ითვლებოდნენ.

კატეგორია: ეკონომიკა | დაამატა: net (2008-10-03)
ნანახია: 761 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz