ორშაბათი, 2024-05-20, 12:11 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » პოლიტიკა

ქართველი სამხედრო ექსპერტები ომის გაანალიზებას იწყებენ
შორენა პაპაშვილი]
ქვეყანაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით რამდენიმე ქართველი ექსპერტი სამხედრო საკითხებში, საინიფორმაციო-ანალიტიკურ კომისიას ქმნის, რომლის პირველი სამუშაო შეკრების მთავარი განსახილველი თემა, ’’ცხინვალის ომი” იქნება.

როგორც ”პრესა.გე”-ს, წამოწყების ერთ-ერთმა ინიციატორმა, სამხედრო ექსპერტმა გიორგი თავდგირიძემ განუცხადა, კომისიის მიზანია აქტიურად ითანამშრომლონ ქართულ პრესაში მოღვაწე იმ ჟურნალისტებთან, რომლებიც სამხედრო თემაზე წერენ და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარონ.

მისივე თქმით, სამხედრო სფეროზე მომუშავე ქართველი ჟურნალისტები ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან, რაც  ხშირ შემთხვევაში მათი პუბლიკაცების ხარისხზე აისახება.

- ”რაც მეტი ინფორმაცია ექნება ჟურნალისტს, მით მეტად იქნება იგი კომპეტენტური ამა თუ იმ საკითხში. ნებისმიერი უცხოელი ჟურნალისტი წერას ინფრომაციით იწყებს, ” - აცხადებს ქართველი ექსპერტი

ქართველი ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე დასაწყისისათვის ოთხი ქართველი ოფიცერი: გიორგი მელითაური, თემურ მიქაუტიძე, კახა კაციტაძე და გიორგი თავდგირიძე იზრუნებენ. სამომავლოდ კი ისინი არც ქართულ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობას გამორიცხავენ.

გიორგი თავდგირიძეს საჭიროდ მიაჩნიათ, ცხინვალის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების  შეცდომები ქართველმა ექსპერტებმა სათანადოდ გააანალიზონ და დაიდოს ანალიტიკური მასალა იმის შესახებ, თუ აგვისტოში რეალურად რა მოხდა ქვეყანაში, რას გაართვა თავი ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და რისი გაკეთება ვერ შეძლო.

კომისიის პირველი სამუშაო შეკრება ხვალ, პოლიტიკური პარტია ”ახალი მემარჯვენეების” ოფისში გაიმართება. კომისია სავარაუდოდ კვირაში ორჯერ შეიკრიბება და საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან მრგვალ მაგიდას გამართავენ.

გიორგი თავდგირიძის თქმით, კომისიის მიზანი არ არის რაიმე სახის იურიდიული გამოძიების ჩატარება. მომავალში ინისი ჟურნალისტებისათვის სამხედრო თემაზე სპეციალურ ლექცია-სემინარებს გამართავენ.

კატეგორია: პოლიტიკა | დაამატა: net (2008-10-03)
ნანახია: 872 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz