ორშაბათი, 2024-05-20, 11:21 AM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » პოლიტიკა

არახუთდღიანი ომი (მეორე ნაწილი)

[იაკოვ კროტოვი. მღვდელი, ისტორიკოსი და დისიდენტი]

ვინ იყო ჭეშმარიტი მტერი
ომის პირველ დღეებში კრემლი ამტკიცებდა, რომ ომი საქართველოს აგრესიისგან მშვიდობიანი მოსხლეობის და სამშვიდობოების დასაცავად დაიწყო. არავის განუმარტია, რით იყო ეს აგრესია გამოწვეული. აგვისტოს შუა რიცხვებში პირველ ადგილზე წამოვიდა თავად რუსეთზე თავდასხმის ბრალდება, ხოლო აგრესორად აშშ გამოცხადდა. პუტინი: ”ვიღაცამ შეერთებულ შტატებში სპეციალურად შექმნა ეს კონფლიქტი სიტუაციის გამწვავების და კონკურენტულ ბრძოლაში ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის უპირატესობის შექმნის მიზნით”.

2008 წლის 1 სექტემბერს უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას პუტინი საუბრობდა უკვე იმაზე, რომ რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს უკრაინის ნატოში გაწევრიანებაც, და ჩეხეთსა და პოლონეთში ანტისარაკეტო სისტემების განთავსება, რომ ნატოს ”მტკიცედ სურს რუსეთი წრეში მოაქციოს”. მან ასევე შეახსენა ყველას, რომ უკრაინში 7 მილიონი რუსი ცხოვრობს.

ნიშნავს ეს იმას, რომ კრემლი მზადაა შეიჭრას უკრაინაში, დაბომბოს პოლონეთი და ჩეხეთი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი თავს არ დაესხმიან რუსეთს, არამედ მხოლოდ ”პრევენციული” თვალსაზრისით, უბრალოდ ჩათვლიან, რომ რუსეთის საფრთხე მეტისმეტია. ის უკვე აღარ ამბობდა, რომ საქართველო თავს სამხრეთ ოსეთს დაესხა, მან თქვა, რომ საქართველო ”ჩვენ” დაგვესხა თავს, თითქოს სრულიად გადაავიწყდა, რომ სამხრეთ ოსეთი არ არის რუსეთის ნაწილი: ”და რას ნიშნავს ადეკვატური ზომების მიღება, როცა ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ ტანკებს, მძიმე არტიელრიას, ჩვენ რა ”რაგატკებით: უნდა გვესროლა”?

რუსული პროპაგანდა ხაზს უსვამდა, რომ ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები 2008 წლის ივლისში 80 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს წვრთნიდნენ. ამ 8 ათეული სამხედროს უკან იფარება 58-ე არმიის სწავლებები, რომელიც ერთდროულად მიმდინარეობდა. 80 ქართველი ჯარისკაცი და 10 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე.

- ”ეს იყო ჩვენი შეიარაღებული ჯარისკაცების ბრძოლისუნარიანობის ამერიკული შემოწმება” .(კვაჩკოვი ვ. პროფილი. 1.09.2008).

ომის პირველივე საათებში კრემლმა სააკაშვილს ”პოლიტიკური გვამი” უწოდა, ”ბანკროტი”. ეს ბრალდებები სრული კოპირებაა 1939 წლის პროპაგანდისტული შტამპების, როცა რუსული არმია პოლონეთში შეიჭრა ჰიტლერთან შეთანხმებით, მაშინ გამოაცხადეს, რომ პოლონეთის ხელისუფლება ”გაბანკროტდა”.

აშშ-მ, ისევე როგორც, დასავლეთ ევროპამ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ ომში: მათმა ჩარევამ ხელი შუშალა სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას. ასეთი ამოცანა რომ იდგა, იქიდანაც ჩანს, რომ რუსული ტანკები თბილისისკენ მიემართებოდნენ, და იმ პროპაგანდიდან, რომელმაც ელვისუსწრაფესად მოიტანა აზრი, რომ ოსების გენოციდის მოგონება მხოლოდ სააკაშვილის მოსაშორებლად გახდა საჭირო. ”სპეცნაზის ქვედანაყოფების წინაშე იდგა თბილისში გადმოსხდომის და სააკაშვილის შეპყრობის ამოცანა სასამართლოსთვის გადასაცემად, როგორც გენოციდის ორგანიზატორის - ან მისი განეიტრალება” (კვაჩკოვი).

ომის ერთ-ერთ შედეგად იქცა რუსეთის მორიგი უკუსვლა საბჭოთა დროებისაკენ. თავისუფალი მოქალაქეობა, რომელიც მშვიდობისკენ ისწრაფვის - ოდითგანვე კრემლის მტერია. იყო ორგანიზებული ”სურვილისამებრ-სავალდებულო” საჩვენებელი შეგროვება საჭირო ნივთების სამხრეთ ოსეთის დასახმარებლად. ტიპიური უწყება: ”თითქმის 110 ათასი რუბლის შემოწირულობა მოაგროვა პეტროპავლოვსკის და კმჩატკის ეპარქიამ სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა დასახმარებლად”.

კულტურის მოღვაწეები 2008 წლის 16 აგვისტოს ღია წერილით გამოვიდნენ ”გამოუცხადებელი ომის წინააღმდეგ, რომელსაც აწარმოებს აშშ და მათი ევროპელი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ”. ”ქართველი ხალხის დიდმა ნაწილმა დაივიწყა, რომ იარაღს სწევს ძმისა და მეგობრის წინააღმდეგ, რომლის გულწრფელობა და საიმედობაა საუკუნეებითაა გამოცდილი”.

უმაღლეს სასწავლებლებში ინგლისურს უწოდეს ”პოტენციური მოწინააღმდეგის ენა”.

ობიექტურობისგან უკან მორიგი ნაბიჯი ”ეხო მოსკვიმ” გადადგა. მისმა დირექტორმა თანამშრომლების სახელით”იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა:” ჩვენ ყველა მივხვდით, რომ სისიხლიანი კონფლიქტი სააკაშვილმა გააჩაღა”.

ომის ყველაზე საშინელ შედეგებს შორის არიან ადამიანები - დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები ორივე მხრიდან.

სამხრეთ ოსეთიდან გამოდევნილა ათასობით ქართველი, ზოგიერთი ქართული სოფელი ოსების მიერ სრულიად აღგვილია პირისაგან მიწისა. რუსეთის მხარდაჭერის წყალობით, განმეორდა ტრაგედია, რომელიც 1990 წლების დასაწყისში აფხაზეთში მოხდა: იქ, სადაც ოდესღაც ქართველები უმრავლესობას წარმოადგენდნენ, თითქმის აღარ დარჩნენ.


კატეგორია: პოლიტიკა | დაამატა: net (2008-10-02)
ნანახია: 773 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz