ორშაბათი, 2024-05-20, 1:17 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » პოლიტიკა

ომი და მითები

7-8 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალები ოსურ შეიარაღებულ ფორმირებებს უტევდნენ, დაიწყო ცხინვალის შტურმიც. მეორე დღეს, უფრო ზუსტად კი - შუადღისას ცხინვალის რაიონში ოსური ფორმირებების მხარეს საჩქაროდ გადმოსროლილი რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიის ნაწილები ბრძოლაში ჩაებნენ. დაიწყო რუსული ინტერვენცია.

საღამოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 76-ე დივიზიის ნაწილები შევიდნენ. ხოლო რუსულმა ავიაციამ მოქმედებები სამხრეთ ოსეთის და შემდეგ მთელი დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე დილიდან დაიწყო და დღემდე აგრძელებს.

ომი გრძელდება, ხოლო მოვლენების განვითარება, ანუ ის, თუ რა ხდებოდა იქ სინამდვილეში, ჩვენთვის დაფარულია, როგორც რუსული, ისე ქართული საინფორმაციო საშუალებების მიერ. შევეცდებით გავაანალიზოთ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რათა დავხატოთ მეტ-ნაკლებად ლოგიკური სურათი და არ დავრჩეთ იმ მარაზმის ამარა, რითაც ჩვენს გამოკვებას ცდილობენ. პირველ რიგში, დაპირისპირების რუქას გადავხედოთ. http://newsland.ru/News/Detail/id/286482/cat/42/?utm

1992 წლის შეთანხმების მიხედვით, თვითაღიარებული რესპულიკის ტერიტორია დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდა. მშვიდობის დამყარების უზრუნველსაყოფად, იქ რუსეთის არმიის სამშვიდობო კონტინგენტი შეიყვანეს. როგორც რუქაზეც ჩანს, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არის ქართული სოფლები, რომელიც განლაგებულია, როგორც ცხინვალის ირგვლივ სიმაღლეებზე, ისე - ჩრდილოეთით, შორს ლიახვის ხეობისგან, რომელიც გვირაბით სრულდება. ეს გვირაბი და ხეობა ერთადერთი არტერიაა, რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩრდილოეთ ოსეთთან აკავშირებს. ასე რომ, დისპოზიცია ნათელია. ახლა გავიხსენოთ ვინ დგას სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ”საჭესთან”.

იური მოროზოვი - პრემიერ-მინისტრი, რომელიც რუსეთის ფედერაციაშია დაბადებული. 2005 წელს სამხრეთ ოსეთში სანამ პრმიერად დაინიშნებოდა, ის სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა ბაშკირეთში; მიხაილ მინძაევი - შინაგან საქმეთა მინისტრი 2005 წლიდან. რუსეთის მილიციის პოლკოვნიკი. 2004 წელს ბესლანის ოპერაციისას ხელმძღვანელობდა სპეცდანიშნულების რაზმ ”ფე-ეს-ბე ალფას”. ანატოლი ბარანკევიჩი - სამხრეთ ოსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. რუსეთის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი. ის მონაწილეობას იღებდა საბჭოთა თავდასხმებისას ავღანეთში და ჩეჩნეთის ორივე ომში;

ბორის ატოევი - სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე 2006 წლიდან. საბჭოთა პერიოდის კა-გე-ბე-ში მას სხვადასხვა პოზიციები ეკავა. ავღანეთში მისიის შესრულების შემდეგ, ის მოსკოვში ფე-ეს-ბე-ს ცენტრალურ აპარატში დაინიშნა. ვასილ ლუნევი - სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრი, 2008 წლის მარტიდან. რუსეთის არმიის გენერალი; ვლადიმერ კოტოევი - 2007 წლიდან მთავრობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი, ჩეჩნეთისა და ბოსნიის ომების მონაწილე; ალე ჩებოდარევი - 2005 წლიდან სახელმწიფო საზღვრის დაცვის ხელმძღვანელი, რუსეთის ფე-ეს-ბე-ს პოლკოვნიკი.

ახლა კი გადავხედოთ რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ოფიციალური პოზიციას.

http://life.ru/video/4932 - განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვიდეოების რიგს. და ახლა იწყება ყველაზე საინტერესო - ის მითები, რომლებსაც თქვენთვის ახმოვანებენ. 1. ქართველებმა მოულოდნელად და გაუფრთხილებლად ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს ”გრადებიდან”.

იძულებული ვარ, არ დავეთანხმო და აი, რატომ: http://rupor-naroda.livejournal.com/?skip=20 - ოსი ჟურნალისტი თავისი თვალსაზრისით კომენტირებას უკეთებს მოვლენებს.

http://herectus.livejournal.com/42206.html - ციტატები ”ცხინვალიდან, რომელიც ეს-ემ-ეს-ით გადმოსცა ოსმა ჟურნალისტმა osradio.ru-სათვის - სამხრეთ ოსეთის ძირითადი რუპორისათვის, ოღონდ მოგვიანებით შეტანილი შესწორებებით.

http://herectus.livejournal.com/42360.html - ციტატები, შესწორებების გარეშე, რომელიც მთლიანად ცვლის შეტყობინების აზრს.

უფრო საინტერესო ცნობებია 1:59-დან 6:42-მდე და კიდევ უფრო მოგვიანებით. ასევე, საინტერესოა კომენტარებიც.

შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი დაიწყო და გრძელდებოდა, როგორც ქართულ-ოსური, ამიტომ გთავაზობთ გააანალიზოთ სწორედ ეს წყაროები, როგორც უფრო სანდო.

ასევე, მხედველობაში უნდა მივიღოთ ესეც - http://u-96.livejournal.com/1456829.html#cutid1- რომელიც ხელმისაწვდომი წყაროების არცთუ ისე ცუდი ანალიზია.

მოყვანილი ფაქტების მიხედვით ასეთი სურათი იხატება - არავითარი ”მოულოდნელი” სარაკეტო-საარტილერიო დარტყმა ქართული მხარიდან ცხინვალის მიმართულებით არ ყოფილა. მთელი ღამის განმავლობაში 6 აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ფორმირებებსა და საქართველოს არმიას შორის საარტილერიო დუელი მიმდინარეობდა. ორივე მხარე იყენებდა მძიმე არტილერიას, ორივე მხარე ისროდა მოსახლეობისკენ. ოსები - ქართული სოფლების მიმართულებით, ცხინვალის ირგვლივ, ქართველები - ცხინვალის შემოგარენისკენ.

დასკვნა 1. თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, მანამ, სანამ ქართული არმიის შეტევა დაიწყებოდა, საარტილერიო დუელი მიმდინარეობდა. დემილიტარიზებული ზონაში ოსურ ბანდფორმირებებს შეიარაღებაში ჰქონდათ საარტლერიო იარაღი და, შესაძლოა, РСЗО.

საით იყურებოდნენ რუსი სამშვიდობოები, რომელთა პირდაპირი ამოცანაც ასეთი საარტილერიო სისტემების დემილიტარიზებული ზონის ტერიტორიიდან გამოყვანა იყო?

დასკვნა 2: ქართულიც და ოსური მხარეებიც მონდომებით შლიდნენ მოლაპარაკებებს, ცხადია, იმიტომ, რომ მხარეების დიამეტრალურად საპირისპირო პოზიციების გამო მშვიდობიანი მოლაპარაკების შესაძლებლობა არ არსებობდა. ორივე მხარე ტერიტორიული პრობლემის ძალისმიერი გზით გადასაწყვეტად ემზადებოდა. სწორედ ამიტომ, 7 აგვისტოდან დაწყებული საარტილერიო დუელმა აპოგეას მიაღწია, ხოლო შემდგომ, ქართველმა სამხედროებმა სახმელეთო შეტევა და ცხინვალის შტურმი დაიწყეს.

”მშვიდობიანი ქალაქი ცხინვალი საძირკვლამდე დანგრეულია!!! ქართული მხარის მიერ დაბომბვის დროს დაიღუპა 1’400-1’600-2’000 მშვიდობიანი მოსახლე”. ესეც ტყუილია, ისევე, როგორც პირველი. გავაანალიზოთ წყაროები და პირველ რიგში გავიხსენოთ, რა რაოდენობის მოსახლეობა იყო თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში. იხილეთ http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%97%D0%B0%D0%B3%D0%BB%D0%B0%D0%B2%D0%BD%D0%B0%D1%8F_%D1%81%D1%82%D1%80%D0%B0%D0%BD%D0%B8%D1%86%D0%B0

2008 წელს ამ მონაცემებით, მოსახლეობის საერთო რაოდენობა დაახლოებით 72 000 ადამიანი, აქედან - დაახლოებით 46 000 ოსი, 18 000 - ქართველი. მონაცემები შესაძლოა გაზვიადებულია, რამდენადაც, ცნობილია, რომ სამხრეთ ოსეთის ბევრი მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს რუსეთის ფედერაციაში.

ახლა კვლავ გავაანალიზოთ წყარო: http://community.livejournal.com/georgia_war/51235.html 1500-2000 დაღუპულის შესახებ პირველად გაახმოვანა კოკოითმა, რომელიც ქართველების შეტევის დროს სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთში იმყოფებოდა და არა ცხინვალში. საიდან მიიღო მან ეს მონაცემები, ამ დროს ხომ ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობდა ქართულ ტანკებსა და ოს მეომრებს შორის და ასევე მათ მხარეს მყოფ რუს ”სამშვიდობოებს” შორის? ამ უკანასკნელებმა, იმავე ოსების თქმით, 2-3 ქართული ტანკი გაანადგურეს.

ამის შემდეგ, მშვიდობიან ოს მოსახლეობას შორის 2000 დაღუპულის შესახებ რუსეთის ელჩი საქართველოში - ვიაჩესლავ კოვალენკო ახმოვანებს. ისმის კითხვა: საიდან აქვს მას ეს მონაცემები? ის თბილისში იმყოფებოდა, მაშინ როცა ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. ვინ და როგორ შეძლო დაეთვალა დაღუპული მშვიდობიანი ოსი მოსახლეობა? ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის ზუსტი ციფრი ჯერ კიდევ არ არის გახმოვანებული.

ბოლოს, ეს საკითხი ვლადიკავკაზში ყოფნის დროს პუტინმა წამოჭრა, მაგრამ მას არანაირი 2000 დაღუპული არ უხსენებია. საუბარი იყო ”ათეულობით დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეზე”, რაც უფრო სარწმუნოა, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ცხინვალის შემოგარენში და თვით ქალაქში ორი დღე-ღამის განმავლობაში განუწყვეტელი სროლები მიმდინარეობდა, როგორც ქართული ჯარის, ისე - ოსეთის შეიარაღებული ფორმირებების და 58-ე არმიის ნაწილების მხრიდან, ტანკებიდან, არტილერიიდან, ”გრადებიდან” და ავიაციიდან. პუტინმა ასევე დაასახელა დევნილთა ციფრი - 34 000 აგვისტოს მეორე ნახევარში, რომლებმაც რუსეთის ფედერაციის საზღვარი 2 აგვისტოს შემდეგ, ანუ ამ რეგიონში ესკალაციის დაწყებისთანავე გადაკვეთეს.

თუ ინფორმაცია 34’000 ოსი დევნილის შესახებ სანდოა, მაშინ ისმის კითხვა, რამდენი მშვიდობიანი მოსახლე დარჩა ცხინვალში, თუ ოსი მოსახლეობის 2/3-მა სამხრეთ ოსეთის თვითარიარებული რესპუბლიკა დატოვა. ქართველი დევნილები და შერეული ოჯახები ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსეთის საზღვარს მიაშურებდნენ. ამიტომ კითხვა საკმაოდ დამაფიქრებელია - მოიძებნებოდა 7 აგვისტოს ღამით ცხინვალში, ანუ იმ დროს, როცა ქართული შეტევა დაიწყო, სულ 2’000 მშვიდობიანი მოსახლე, და თუ მოიძებნებოდა, მაინც რამდენი? ოსური ფორმირებების მებრძოლებს მათ რიცხვში ნამდვილად ვერ შევიყვანთ.

კიდევ ერთი ძალზე საინტერესო ინფორმაცია, როგორც მშვიდობიანი დაღუპული მოსახლეობის, ისე დაჭრილების შესახებ - http://community.livejournal.com/georgia_war/232592.html დასკვნები თავად გამოიტანეთ.

ახლა, იმის შესახებ, რომ ”ცხინვალი აღგვილია მიწისაგან პირისა”.
ცხინვალი არცთუ ისე დიდი ქალაქია, სადაც საუკეთესო დროს არაუმეტეს 30’000 ათასამდე მაცხოვრებელი იყო. ინტენსიური სროლის პირობებში, კერძო სახლების დიდი ნაწილი (პრინციპში ცხინვალში სწორედ მათი უმრავლესობაა) უბრალოდ უნდა განადგურებულიყო. ”გრადის”, ”პრიმას” ან არტილერიის გამოყენებ შემდეგ დაბომბილი ტერიტორია ისე ნადგურდება, რომ მთვარის ზედაპირს უფრო მოგაგონებს, საუბრები გრადის შესახებ, სასაცილოა - რამე ინტენსიურ სროლებზე საუბარიც კი არ შეიძლება http://vid=143592&doc_type=news&doc_id=199991&p=1 - ვიდეო, მაგრამ მასშტაბურ ნგრევას არც ამჯერად გვიჩვენებენ.

http://community.livejournal.com/georgia_war/125198.html?thread=1360910#t1360910 - ისევ ვიდეო და კვლავ იგივე მეორდება.

მკითხველთა ყურადღებას მივაპყრობ ფოტოებზე, რომლებზეც ვხედავთ: ა) ხეები ფოთლებით არიან შემოსილნი - საარტილერიო ცეცხლის დროს, ჰაერის ტალღის ზემოქმედების შემდეგ, შეუძლებელია, რომ ხეს ფოთოლი შერჩეს. ბ) კრამიტს, კედლებს და ღობეებს ინტენსიური ცეცხლის არანაირი კვალი არ ეტყობათ. არადა, ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ქალაქში სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობდა, იყენებდნენ ჯავშანტექნიკას. მაგრამ, არავითარი ბარბაროსული სროლა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობაში უზარმაზარ მსხვერპლს გამოიწვევდა, არ ყოფილა.

ზემოთთქმულიდან გამომდინარეობს შემდეგი:
კონფლიქტი, რომელიც ქართველებსა და ოსებს შორის დაიწყო, გაეროს უშიშროების საბჭოს უნდა მოეგვარებინა, თუნდაც, იქ ნეიტრალური ქვეყნის დამატებითი სამშვიდობო კონტინგენტის შეყვანით. რუსეთის ფედერაცია არანაირად არ წარმოადგენს ნეიტრალურ მხარეს, რადგან სამხრეთ ოსეთის (იურიდიულად - დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიის) მიერთებაშია დაინტერესებული.

58-ე არმიის შეყვანა და ბრძოლა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების ჯარის წინააღმდეგ, უნდა შეფასდეს როგორც აგრესიის აქტი.

იმდენად, რამდენადაც სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიის საყოველთაოდ აღიარებულ ნაწილს წარმოადგენს, 58-ე არმიისა და 76-ე სადესანტო დივიზიის შეჭრა არის დაუფარავი აგრესიისა და, ამ შემთხვევაში, ინტერვენციის აქტი.

მნიშვნელოვანი დამატება:
2008 წლის 12 ივლისი. რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია: ”... მშვიდობისათვის იძულებისთვის ძალის გამოყენების სანქცირება მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს პრეროგატივაა” http://www.kremlin.ru/text/docs/2008/07/204108.shtml

და ყოველივე იმის შემდეგ, რაც მოხდა, როგორ შეიძლება, რომ ამას ”დოკუმენტი” ეწოდოს?


კატეგორია: პოლიტიკა | დაამატა: net (2008-10-02)
ნანახია: 952 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz