ორშაბათი, 2024-05-20, 3:19 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » პოლიტიკა

ოსი სეპარატისტების მარადიორობამ პიკს მიაღწია
[დავით კირვალიძე]
კონფლიქტის ზონაში მოთარეშე ოსური ბანდები და მარადიორები ბოლო დროს ძალზედ გააქტიურდნენ.

გორის რაიონის სოფელ მერეთში, სადაც ამ დროისათვის კონტროლს შეიარაღებული ოსური ბანდფორმირებები ახორციელებენ, სროლა გამთენიისას ისმოდა.

სოფელ მერეთში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც მხოლოდ მოხუცი ქალბატონი იმყოფებოდა შეიარაღებული ოსური დაჯგუფებების წევრები ძარცვის მიზნით შევიდნენ.

თავდამსხმელებმა მოხუცის სახლიდან ყველაფრი გატანეს, თუმცა მოგვიანებით ცეცხლი მეზობელი საცხოვრებელი სახლების მიმართულებითაც გახსნეს.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, მიმდებარე სოფლებში მასიურად დაიწყო, ოსური შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან სახლებში შეჭრის ფაქტები, რის გამოც დაბრუნებული მოსახლეობის დიდი ნაწილი, კვლავ უკან, მშვიდობიან ადგილზე დაბრუნებას აპირებს.

სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისში. ეს სწორედ ის ტერიტორიაა, სადაც რუსი სამშვიდობოები, რეალურად კი რუსული საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლების საგუშაგოა დისლოცირებული.

რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებული რესპუბლიკის მოქალაქეები, შეიარაღებული ოსები რამდენიმე ავტომანქანით შეიჭრნენ სოფელში და ერთხელ უკვე ნაძარცვი საცხოვრებელი სახლებიდან ავეჯიც კი გაიტანეს.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ოსების შესვლისას სოფლის ბაღებს შეაფარა თავი. ბევრმა მათგანმა კი მეღვრეკისი უკვე დატოვა.

მეღვრეკისელები, რომლებიც ყაჩაღობის მომენტში გორში იმყოფებოდნენ წასულები, უკან დაბრუნებისაგან თავს იკავებენ. ისინი შიშობენ, რომ დაღამებისას ვითარება უფრო გართულდება.

კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებში დარჩენილი მოსახლეობა ოსი სეპარატისტების ამ გააქტიურებას, საქართველოში ევროკავშირის დამკირვებლების შემოსვლას უკავშირებს.

ადგილობრივი ქართველები არც იმას გამორიცხავენ, რომ მსგავსი ინციდენტები უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გახშირდება ოსების მხრიდან.

დამოუკიდებელ და დემოკრატიულ რესპუბლიკაზე მეოცნებე ოსური ბანდფორმირებები, ავტომობილების მოტაცებას საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის გაზიდვასაც აღარ ჯერდებიან და ამჯერად საქართველოს მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ გაყვანილი გაზსადენის მილების ჭრას ახდენენ.

აღნიშნული გაზსადენით ფრონეს ხეობის დიდი ნაწილი, ასევე სოფელი ნიქოზი და მისი მიმდებარე რამდენიმე სოფელი ბუნებრივი აირით უნდა მომარაგებულიყო. თუმცა, დაბრუნების შემთხვევაშიც აღნიშნული გაზსადენი აღარ იარსებებს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ოსური ფორმირებები სატვირთო ავტომანქანებით ეზიდებიან გაზსადენის მილებს და ვლადიკავკაზსა და რუსეთის ფედერაციაში უკეთებენ რეალიზაციას.

კატეგორია: პოლიტიკა | დაამატა: net (2008-10-02)
ნანახია: 686 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz