ორშაბათი, 2024-05-20, 10:39 AM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » პოლიტიკა

პუტინი რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის გაუქმების პირობას დებს

[newsru.com]
რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ცოტა ხნის წინ ხელმოწერილი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ფარგლებში ახალი სამართლებრივი ბაზა მზადდება, რომელიც საზღვრების ლიკვიდაციას ითვალისწინებს. ამის შესახებ თავად პრემიერმა პუტინმა გაცხადა.

”ვფიქრობ, აუცილებელი იქნება კიდევ მთელი რიგი დოკუმენტების ხელმოწერა, რომლებიც ერთის მხრივ უზრუნველყოფენ რუსეთის ინტერესებს უსაფრთხოების თვალსაზრისით საზღვრებთან დაკავშირებით, ხოლო მეორეს მხრივ, ადამიანებს საშუალებას მისცემენ თავისუფლად იურთიერთონ ყოველგვარი ადმინისტრაციული საზღვრების გარეშე,” - განაცხადა მან პარტია ”Единая Россия”-ს რეგიონალურ ლიდერებთან შეხვედრაზე.

”ჩვენ ფაქტიურად რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის არსებული საზღვრის ლიკვიდაციას ვახდენთ,” - განაცხადა პრემიერმა, ”ადამიანებს საშუალებას მივცემთ იქ მშვიდად იცხოვრონ, ბავშვები გაზარდონ, თავიანთი ქვეყანა, თავიანთი რესპუბლიკა განავითარონ და თავისუფლად იურთიერთონ ყოველგვარი ფორმალობების გარეშე”.

ამასთან პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლა ამჟამად არ განიხილება. მაგრამ ისინი სამხრეთ ოსეთს აუციელებელ დახმარებას აღმოუჩენენ ოსი ერის მაქმსიმალური ინტეგრაციისათვის. ”ვფიქრობ, დღეისათვის სრულიად საკმარისი იქნება, თუ მათ სამხრეთ ოსეთის ეკონომიკურად აღორძინებაში დავეხმარებით,” - დააზუსტა პრემიერმა.

newsru.com-ი მკითხველს შეახსენებს, რომ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია არ ეწინააღმდეგება სამხრეთ ოსეთის თავის შემადგენლობაში შეყვანას. თუმცა სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის პოზიცია დღემდე გაურკვეველია.

ჯერ კიდევ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შეთანხმების ხელმოწერამდე სკანდალი მოხდა, რომელიც მის განცხადებებთან იყო დაკავშირებული. თავიდან კოკოითმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი აპირებდა ჩრდილოეთ ოსეთთან აღედგინა ერთიანობა და შესულიყო რუსეთის შემადგენლობაში. თუმცა იმავე დღეს სამხრეთ ოსეთის ლიდერმა თავისი სიტყვები უარყო და განაცხადა, რომ მას არასწორად გაუგეს.


კატეგორია: პოლიტიკა | დაამატა: net (2008-10-02)
ნანახია: 663 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz