ორშაბათი, 2024-05-20, 10:39 AM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » პოლიტიკა

მკაცრი, მაგრამ კორექტული
ნინო ფრანგიშვილი. ”რეზონანსი”]
აშშ-ში მიმდინარე დღეებში გამართული გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანის კონდოლიზა რაისის განცხადებამ უახლოეს მომავალში ”დიდი რვიანის” შეხვედრაზე სერგეი ლავროვთან ერთად დასწრებაზე უარის შესახებ კიდევ ერთი პოლიტიკური სკანდალი ააგორა.

რაისის პროტესტი რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკურაციამ გამოიწვია. ამჯერად პოლიტიკური მოვლენები ისევ გენერალური ასამბლეის სხდომამ დააჩქარა და გუშინ ამ ორი პოლიტიკური ფიგურის ამერიკული შეხვედრა მაინც შედგა. მოულოდნელობის მიუხედავად, შეხვედრამ დიპლომატიურ ფარგლებში,ყოველგვარი სკანდალის გერეშე ჩაიარა.

კონდოლიზა რაისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, ქართულ-ოსურმა კონფლიქტმა რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გააუცხოვა. თუმცა, მას შემდგომ გაეროს გენერალური ასამბლეის მინისტერიალის კვირეულზე ლავროვისა და რაისის შეხვედრა დაძაბული, მაგრამ მაინც თავაზიანი აღმოჩნდა.

შეხვედრის შემდეგ, ევროპის საკითხებში გენერალური მდივნის თანაშემწემ, დენიელ ფრიდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებებზე ”არავინ ყვიროდა, არც მაგიდას ურტყამდა მუშტებს და არც სპექტაკლი მოუწყვია ვინმეს”. მისივე თქმით, სერგეი ლავროვისა და კონდოლიზა რაისის აზრთა გაზიარების პროცესი ”მკაცრი, მაგრამ კორექტული იყო”.

თუმცა, ამავდროულად ფრიდმა აღიარა, რომ ირანისა და ჩრდილო კორეის ბირთვული პრობლემის საკითხების გარდა, მხარეებმა ვერცერთ სხვა საკითხზე კონსესუსს ვერ მიაღწიეს.

თავიდანვე აშკარა იყო, რომ საუბრისას რაისი და ლავროვი საქართველოს მოვლენებს გვერდს ვერ აუვლიდნენ. შეხვედრისას კონდოლიზა რაისის გამოსვლა მასმედიამ სერგეი ლავროვისადმი ნოტაციის კითხვად მონათლა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოში რუსული სამხედრო ძალების შეყვანა და შემდგომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მიერ დაშვებული სერიოზული შეცდომაა, რამაც მისი საერთაშორისო ურთიერთობები გააუარესა. რაისის განმარტებით, ქვეყანამ ამით სერიოზული პრობლემები შეიქმნა და ახლა საერთაშორისო მხარდაჭერასაც გამოაკლდა.

თავის მხრივ სერგეი ლავროვმა ახსნა, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის ქმედებები მხოლოდ თავდაცვას ემსახურებოდა. მოგვიანებით ჟურნალისტებთან გამოსვლაში კი საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნებოდა, რომ ქვეყანა თავს იზოლაციაში მოქცეულად არ გრძნობს და რომ პირადად მან აღნიშნული გენერალური ასამბლეის სესიაზე შეხვედრების შესახებ მრავალი თხოვნა მიიღო.

გარდა ამისა, არსებული უთანხმოების მიუხედავად, ლავროვმა აშშ-სა და რუსეთის თანამშრომლობის გეგემების არსებობა ირანისა და ჩრდილო კორეის პრობლემების თაობაზე დაადასტურა.

ლავროვის თქმით, რაისთან შეხვედრისას, ირანთან მიმართებაში არავითარი სანქციები არ განხილულა. შეხვედრის დასკვნით ნაწილში, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთ-აშშ-ის უთანხმოების მოწესრიგებისთვის დროა საჭირო.

ქართველი პოლიტოლოგები გუშინდელ შეხვედრაზე საუბრისას აცხადებენ, რომ ქართული საზოგადოება ეიფორიიდან უნდა გამოვიდეს და მოვლენები რეალურად შეაფასოს.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძის განმარტებით, მიუხედავად საქართველოსთან დაკავშირებული აშშ-რუსეთის უთანხმოებისა, პოლიტიკური პრაგმატიზმი გარკვეულ ინტერესებზე ყოველთვის მაღლა დგას.

- ”ჩვენ ვნახეთ, რომ ორი დაპირისპირებული დიპლომატი ყოველგვარი უკმაყოფილო გამომეტყველების გარეშე ესაუბრნენ ერთმანეთს. კონდოლიზა რაისის მშვენიერ სახეს კი დიპლომატიური ღიმილი დასთამაშებდა. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ რეალიზმი და პრაგმატიზმი თანდათანობით მაინც ფარავს ისეთ მოვლენებს, როგორიც საქართველოსადმი უპირობო მხარდაჭერაა”.

”სჯობს რომ დღეს ეიფორიიდან გამოვიდეთ და რეალურად შევხედოთ ყველაფერს. რასაკვირველია აშშ მხარს უჭერს საქართველოს და ამ მხარდაჭერას განაგრძობს, იქნება ეს დიპლომატიური, მატერიალური, შეიარაღების სფერო თუ ჰუმანიტარული დახმარება. მაგრამ მსოფლიო მოვლენები ვაშინგტონისათვის არ იწყება და არ მთავრდება საქართველოთი. მსოფლიო გაცილებით დიდია, ვიდრე საქართველო”.

- ”ხოლო ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკა კი მთელს მსოფლიოს მოიცავს და არა მხოლოდ კავკასიის რეგიონს და კონკრეტულად საქართველოს. ამაზეა მოსკოვისა და იგივე კრემლის გათვლა. რეალობა აიძულებს რუსეთსაც და ვაშინტონსაც კი, განაგრძონ საქართველოს მხარდაჭერა, მაგრამ მხარდაჭერამ არ უნდა მიიყვანოს ეს ორი დიდი ქვეყანა მკვეთრ კონფრონტაციემდე და ცივი ომის ზღვარამდე”.

- ”ამიტომაცაა, რომ ერთის მხრივ, ეს მხარდაჭერა იქნება. მეორეს მხრივ კი ვაშინგტონი ყოველთვის და რუსეთი უფრო მეტად შეეცდება, რომ ეს მხარდაჭერა ზღვარს არ გადავიდეს, რომლის იქითაც ცივი ომი და რუსეთთან ყველა საერთაშორისო საკითხებში დაპირისპირება ელის,” - ამბობს ცინცაძე.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძის აზრით, საქართველოში არ უნდა გვიკვირდეს, რომ პოლიტოლოგები თავიან ნათქვამს ბოლომდე არ ასრულებენ. მისივე თქმით, რაისისა და ლავროვის შეხვედრაზესწორედ ის საკითხები წამოიჭრა წინა პლანზე, რომელიც საქართველოსპრობლემას ორივე ქვეყნისთვის წინ უსწრებს. ამიტომ აშშ-ც დარუსეთიც შეეცდებიან ქართული პრობლემა დიდი დაპირისპირებისსაფუძველი არ გახდეს.

- ”ვაშინტონისთვის ჩრდილო კორეისა და ირანის მიერ ბირთვულიპროგრამის განახლების საკითხი ერთ-ერთი დიდი პრობლემაა. სწორედ ამით ეწევა რუსეთი სპეკულაციას. რაც შეეხება საქართველოს, ის არც რუსეთისთვისაა ერთადერთი პრობლემატური საკითხი, მასაც ბევრი თემები აქვს პრობლემური. ამიტომ ნუ ჩავთვლით, რომ საქართველო დღეისთვის ყველაზე სკანდალური საკითხია”.

- ”აქ ძირითადი ბრძოლა მიდის იმაზე, თუ ვინ გაიტანს თავისას. ანუ ვინ მოახერხებს შეასრულოს ის, რაც თქვა. რომ იმ ტერიტორიებზე, რომელიც მან მონიშნა, არავინ შეიჭრას. ეს ცხოველების დონეზეც კი ასეა - თავის მონიშნულ ტერიტორიებზე ცხოველები არავის უშვებენ. ასე იბრძვის რუსეთიც და ამერიკაც. რუსეთი თვლის, რომ საქართველო მისი გავლენის ზონა უნდა იყოს იმიტომ, რომ მასთან ისტორია აკავშირებს”.

- ”ამერიკა კი თავის მხრივ მიიჩნევს, რომ საქართველო მისი გავლენის ზონა უნდა გახდეს, ვინაიდან ამჟამად საქართველოს დასავლური ორიენტაცია აქვს არჩეული. რომელი გაიტანს თავისას, ამაში გამოჩნდება თითოეულის ძალა. ამით დაანახებენ ერთმანეთს, თუ რომელი უფრო გავლენიანი და ძლიერია. აქედან გამომდინარე, თავისთავად ძაღლის თავი საქართველოში არაა დამარხული,” - აბობს საყვარელიძე.

კატეგორია: პოლიტიკა | დაამატა: net (2008-10-02)
ნანახია: 734 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz